სულ რამდენიმე დღეში, 6 აპრილს, Magecom უმასპინძლებს ვებინარს, სახელწოდებით „Magento თანამედროვე ელექტრონულ კომერციაში“. ეს უკანასკნელი კომპანიის მნიშვნელოვან სპეციფიკას შეეხება, რომელიც ბიზნესს განვითარებაში, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და გაყიდვების ზრდაში ეხმარება.
ვებინარს ორი გამორჩეული სპიკერი ჩაატარებს, რომლებსაც პლატფორმა Magento-ს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ისინი აუდიტორიას ონლაინ მაღაზიებსა და ბაზრებზე პოზიციონირებასთან დაკავშირებულ აუცილებელ საკითხებს გააცნობენ. მთლიანობაში, ღონისძიება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ახალი ელექტრონული მაღაზიის ასამოქმედებლად ან არსებულის გასაუმჯობესებლად ეფექტურ გზებს ეძებენ.
დეტალურად სპიკერების შესახებ:
ალექსანდერ კოზირი, back-end დეველოპერი და ტექნიკური ლიდერი, Magento Open Source-სა და Adobe Commerce-ის ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციებს შეეხება. ის ისაუბრებს სისტემის უსაფრთხოებაზე, კონტენტის მენეჯმენტზე, მარკეტინგზე, შეკვეთებზე, რეპორტინგსა და ა. შ.
ხოლო ალექსანდერ შკურკო, გადაწყვეტილებების არქიტექტორი, ფოკუსირდება თემაზე: „ავტომატური დოკუმენტაცია Magento-ში B2B ელექტრონული კომერციისთვის“ — ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და მათი მეტი ეფექტურობის კრიტიკულ ასპექტზე. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მასთან ერთად შეძლებთ, ავტომატიზებულ დოკუმენტაციასთან მუშაობის უპირატესობები და შესაბამისი ხელსაწყოები აღმოაჩინოთ.
თავის მხრივ, Magecom აღფრთოვანებულია იმით, რომ შესაძლებლობა ეძლევა, ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებს Magento-ს უზარმაზარი გამოცდილება გაუზიაროს, რომელიც 10 წელზე დიდ პერიოდს მოიცავს. „ჩვენი მიზანია, ბიზნესებს Magento-ს პოტენციალის მაქსიმიზაციაში და მომხმარებლის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნაში დავეხმაროთ“, — აღნიშნავენ Magecom-ში.
საგულისხმოა, რომ ვებინარზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სრულიად უფასოდ. დასარეგისტრირებლად კი ეწვიეთ ბმულს.
Magecom-ის შესახებ:
Magecom, ეს არის ელექტრონული კომერციის სააგენტო, რომელიც სპეციალიზებულია Magento-ს განვითარებაში. 2012 წლიდან სააგენტო ასობით ბიზნესს დაეხმარა ონლაინ მაღაზიების შექმნასა და გაფართოებაში — მთელ ამ პროცესში კი Magento-ს ძალა გამოიყენა, უნიკალური და პერსონალიზებული მომხმარებლის გამოცდილების შესაქმნელად.
სააგენტოს ექსპერტების გუნდი შედგება სერტიფიცირებული დეველოპერებისგან, გადაწყვეტილებების არქიტექტორებისგან, პროექტის მენეჯერებისა და QA ინჟინრებისგან, რომლებიც ერთად მუშაობენ კლიენტებისთვის განსაკუთრებული შედეგების უზრუნველსაყოფად.
[R]











