in

მაღალტექნოლოგიური კონატქტური ლინზები – ალბათ, ისინი მალე სმარტფონებსაც ჩაანაცვლებს!

მასზე კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნიკური კომპანია Mojo Vision მუშაობს

კონტაქტური ლინზები მეორე მსოფლიო ომის დროს შემთხვევითი აღმოჩენის შედეგია, რასაც ოფთალმოლოგ ჰაროლდ რიდლის უნდა ვუმადლოდეთ. სწორედ მან შეამჩნია, რომ მეომარი მფრინავების თვალში დიდი რაოდენობის აკრილის პლასტმასის ნატეხები ხვდებოდა, თუმცა ეს მხედველობის დაზიანების მიზეზი არასდროს გამხდარა. შემდგომში კი, ეს აღმოჩენა თვალის მყარი ლინზების შექმნას დაედო საფუძვლად.

წლების განმავლობაში ახალმა სამეცნიერო აღმოჩენებმა უფრო კომფორტული ლინზების შექმნის შესაძლებლობა მოგვცა. ახლა კი ქიმიის, ბიოლოგიისა და მიკროელექტრონიკის სინთეზით ჩატარებული გამოკველევების შედეგად ისეთი კონტაქტური ლინზები იქმნება, რომელთა არსებობასაც აქამდე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში თუ დავუშვებდით…

მიმდინარე კვლევები

ჰონგ-კონგის სამეცნიერო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა კონტაქტური ობიექტივის პროტიტიპი შეიმუშავეს, რომელიც გამუდმებით აკონტროლებს თვალისშიდა წნევის ცვლილებებსა და თვალის გუგის წნევას. პროტოტიპი იმ ფაქტს ემყარება, რომ გუგის ფორმა თვალისშიდა წნევის ცვლილებების საპასუხოდ იცვლება. ლინზის შემთხვევაში, მასში ჩასმული თხელი კონდენსატორი ახდენს ფორმის ცვლილებებსა და წნევის ვარიაციებს.

აღსანიშნავია, რომ კონტაქტური ობიექტივით უზრუნველყოფილი უწყვეტი მონიტორინგი, შესაძლოა, გლაუკომით დაავადებული ადამიანებისთვისაც აღმოჩნდეს სასარგებლო. გარდა კონტროლისა, ლინზას შეუძლია, რეაგირების უნარის შედეგად, გლაუკომის შემსუბუქებისათვის განკუთვნილი პრეპარატები გამოყოს. მსგავსმა ობიექტივი, სახელწოდებით Sensimed Triggerfish, მარეგულირებელი ორგანოს მიერ უკვე დამტკიცებულია აშშ-სა და იაპონიაში.

მეცნიერებმა ლინზის პროტოტიპის შექმნისას ელექტრომაგნიტური გამოსხივების საფრთხეებიც გაითვალისწინეს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა კონსენსუსი არ არსებობს, კვლევებმა მიუთითა, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედებამ, შესაძლოა, გარკვეული გავლენა იქონიოს ადამიანზე. ამიტომ, სამხრეთ კორეის ინჟინრებმა ლინზაში გრაფენის ფენა გამოიყენეს, რათა თვალები ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან დაიცვას. ასევე, გრაფენის ფენა თვალის გამოშრობის პრევენციასაც უწყობს ხელს.

კრიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ ლაზერული ტექნოლოგიის ასეთი მიღწევებით მხედველობის ხარვეზების გამოსწორება ბევრად ადვილია…

ხედვის მიღმა

მიკროელექტრონიკასა და ქიმიაში განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო სხვადასხვა პროექტისა და ლინზების პროტიტიბების შექმნას. მაგალითად, უკვე არსებობს ლინზები, რომლებიც სამედიცინო სათვალეს ანაცვლებს, თუმცა სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ახალი გამოგონების მსგავსი არც ერთია…

კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნიკური კომპანია Mojo Vision მუშაობს კონტაქტურ ლინზებზე, რომლებშიც LCD დისპლეია ჩამონტაჟებული. ეს კი, ბუნებრივია, უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის. მისი დახმარებით, კონტაქტურ ლინზას მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ფართო სპექტრის მიწოდება შეუძლია – იქნება ეს მობილურის შეტყობინებები თუ რუკაზე ადგილმდებარეობის ნახვა.

ამგვარი განვითარების ფონზე, ალბათ უახლოეს მომავალში ისეთ თვალის ლინზებსაც უნდა ველოდეთ, რომელიც შორს მდებარე საგნებს მოაახლოებს.

ჩანაცვლებული მოწყობილობები?

მიუხედავად რიგი დადებითი მხარეებისა, კვლავ არსებობს გარკვეული გამოწვევები. კერძოდ, ეს ეხება წარმოების მასშტაბების გაზრდასა და ღირებულების თვალსაზრისით ხელმისაწვდომობას. თუმცა პროგონზებს თუ დავუჯერებთ, კონტაქტური ლინზების გლობალური ბაზარი საკმაოდ გაფართოვდება და უკვე შეგვიძლია, მრავალი გამაოგნებელი მოწყობილობის მოლოდინიც შევიქმნათ.

და ბოლოს – ალბათ, წარბაწეულებს ჩაგეღიმებათ – ჭკვიანმა კონტაქტურმა ლინზებმა, შესაძლოა, ერთ დღეს სმარტონები და სხვა მისი მსგავსი ტექნოლოგიები ჩაანაცვლოს.

„სტარტაპ ბიუროს“ ვიზუალური რებრენდინგი: „პანდემიის პერიოდმა ჩვენზე ტრანსფორმაციულად იმოქმედა“

კანის ლომების ადგილობრივ ახალგაზრდულ შეჯიბრზე რეგისტრაცია დაიწყო!