1
Aug
2019

ენას ყველაფერი ახსოვს… – Coca-Cola-ს საზაფხულო კამპანია

1 Aug 2019

Elit Electronics


Coca-Cola-მ ყოველწლიური საზაფხულო კამპანია დაიწყო და ახალ რეკლამაში სასიამოვნო მოგონებებისა და შეგრძნებების მთელი ფეიერვერკი წარმოადგინა. ვიდეორგოლზერ Wieden&Kennedy London-მა იმუშავა. რეკლამის მთავარი გმირი გოგონაა, რომელიც გემოს რეცეპტორების საშუალებით იხსენებს სასიამოვნო მომენტებს. მისი თანამგზავრი გიგანტური ანიმირებული ენაა, რომელიც მასთან ერთად ატარებს დროს და გვანიშნებს, რომ ენას აქვს მახსოვრობა. წელს, კოკა-კოლა ნოსტალგიის შეგრძნების გაღვიძებას ცდილობს მომხმარებლებში. ცოტა ხნის წინ, მან Netflix-ის სერიალ “უცნაურ ამბებთან” დაკავშირებით, გამოუშვა New Coke, რომელიც თავის დროზე, მომხმარებელმა არ მიიღო.

განხილვა