“მაკდონალდსის” საშობაო ვიდეორგოლსა და მის გმირებს, რომელზეც დღეს უნდა გიამბობთ, თქვენ უკვე იცნობთ. ეს ანიმაციური ვიდეორგოლი, ერთი გოგონასა და ირმის თბილ ურთიერთობაზე გვიყვება. კამპანია ბრიტანეთის ბაზრისთვის შეიქმნა და მაკდონალდსის მომხმარებლებს საჩუქრების მოგების საშუალებას აძლევს. ასევე, შეიქმნა ტვიტერის ფილტრი და სპეციალური აპლიკაცია, რომელიც დამატებითი რეალობის საშუალებით დაგანახებთ რეალობას. კამპანიაზე Leo Burnett-მა და Passion Animation Studios იმუშავეს. ნახეთ, რა იქცა კამპანიის შთაგონების წყაროდ, როგორ შეირჩა პერსონაჟები, მათი პროტოტიპები და საბოლოო ჯამში, როგორ შეიქმნა ანიმაცია.