in

მეცნიერებმა მთვარეზე მაგმის ოკეანის ნიმუშებს მიაგნეს

ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, როცა Vikram-ის ლენდერი წარმატებით დაეშვა მთვარის ზედაპირზე და მასზე Pragyan-ის როვერი მოათავსა, მეცნიერებმა მთვარის გეოლოგიური ნიმუშები მიიღეს — ინდოეთის Chandrayaan-3-ის მისიიდან მიღებული მონაცემები მხარს უჭერს იდეას, რომ ერთ დროს მთვარე მდნარი ქვების ოკეანით იყო დაფარული! 

M2
M2

სწორედ Pragyan-ის გაზომვებით აღმოაჩინეს ქიმიური ელემენტების ნაზავი მთვარის ნიადაგში, ანუ რეგოლითში, რომელიც ძირითადად თეთრი ქვის ერთ-ერთი ტიპისგან Ferroan Anorthosite-ისგან შედგებოდა. მეცნიერების თქმით, მთვარის სამხრეთ პოლუსიდან მიღებული ნიმუშები და ნიმუშები, რომლებიც 1972 წელს Apollo 16-ისა და Luna-20-ის მისიების დროს აიღეს მთვარის ეკვატორული რეგიონიდან, ძალიან ჰგავს ერთმანეთს ქიმიური შემადგენლობით. ეს უკანასკნელი კი მხარს უჭერს იდეას, რომ მთვარე ადრე ერთი დიდი მაგმის ოკეანით იყო დაფარული.

ზოგადად კი, ფიქრობენ, რომ მთვარე მაშინ ჩამოყალიბდა, როცა მარსისხელა პლანეტა დედამიწას შეეჯახა და გამოდევნა ქვა, რომელიც შემდგომში ჩვენი პლანეტის ერთადერთ მეგზურად იქცა… თვლიან, რომ მთვარის მაგმის ოკეანეც არსებობდა მისი ჩამოყალიბების პროცესში. დროთა განმავლობაში კი ამ მაგმით სავსე ოკეანის გაცივებამ მიგვიყვანა Ferroan Anorthosite-ის ქვებამდე, რომლებიც დღეს მთვარის ზედაპირს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა Chandrayaan-3-ის მისიიდან მიღებული მონაცემები Chandrayaan-1-ისა და Chandrayaan-2-ის მონაცემებსაც შეადარეს. შედეგად, გვეუბნებიან, რომ ამ რეგიონში მთვარის ზედაპირი ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა…

სულ პირველად კი მთვარის მაგმის ოკეანის მოდელი Apollo 11-ის მისიის მონაცემებით შექმნეს, რომელთა შორისაც კვლავ იყო თეთრი ქვები… ამან გააჩინა ვარაუდი, რომ ეს უკანასკნელი მთვარის უძველესი ქერქის ნაწილი იყო. მოდელის ჩამოყალიბების შემდგომ მრავალი მოსაზრებაც გაჩნდა მთვარის ნიმუშებისა და გეოლოგიური მასალების შესახებ… უშუალოდ Pragyan-ის როვერის გაზომვები კი გვეხმარება, წარმოვიდგინოთ, როგორ გამოიყურება მთვარის განსხვავებული რეგიონები. ჰიპოთეზა შემდეგია, რომ მთვარე ადრე მაგმის ოკეანით იყო დაფარული.

4 რჩევა მენეჯერებს – რთული დღეების პოზიტიურად გადასაგორებლად

X სხივებით მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ალმასი აღმოაჩინეს!