in

Magnetic Beach Resort-ში დაუვიწყარი ზაფხული გელოდებათ

ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე 5-ვარსკვლავიანი, საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო Magnetic Beach Resort 2023 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზად არის.

Magnetic Beach Resort ჩეხური ინვესტიციით შექმნილი პროექტია, რომელიც ოფიციალურად გასულ წელს გაიხსნა. სასტუმროს შემადგენლობაში დახურული სანაპირო, სხვადასხვა კატეგორიის 129 ნომერი, ღია აუზი, რესტორანი და ბარი შედის.

უნიკალური მდებარეობა და თანამედროვე დიზაინი

სასტუმრო ზედ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რაც დამსვენებლებისთვის იდეალურ პირობას ქმნის, ნომრიდან ზღვაში ორიოდე წუთში აღმოჩნდნენ. ოთახები თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით არის გადაწყვეტილი, სადაც კომფორტისა და სიმყუდროვის შესანიშნავი ბალანსი იქმნება. შესაბამისად აღჭურვილი სამზარეულო თითოეული ნომერში დაგხვდებათ, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ფანჯრებიდან ზღვაზე თვალისმომჭრელი ხედები იშლება. აივნიდან კი მზის ამოსვლისა და ჩასვლის შესანიშნავი პეიზაჟებით ტკბობის საშუალებაც გექნებათ.

იდეალურია ყველა ტიპის დამსვენებლებისთვის

არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულის არდადეგების გატარებას ოჯახთან, ბავშვების თანხლებით აპირებთ, საყვარელი ადამიანის კომპანიაში თუ მეგობრების გარემოცვაში, ან სულაც მარტო გსურთ დროის გატარება — „მაგნეთიქში“ აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ნამდვილი ზაფხულის არდადეგების მოსაწყობად ეძებთ.

გართობის საშუალებები

სასტუმროს მხრიდან გამორჩეული გამოცდილების შეთავაზებას ნომრებს გარეთაც იგრძნობთ. აქ ღია აუზიც დაგხვდებათ, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. ბოლო სართულზე კი თანამედროვე ბარი მდებარეობს, სადაც ღია ტერასაზე საყვარელი სასმელების თანხლებით სასიამოვნო დროის გატარებაა შესაძლებელი.

სიახლოვე ატრაქციებთან

სასტუმროს ხელსაყრელი მდებარეობა დამსვენებლებს ყველა ატრაქციამდე სწრაფად მისვლას უმარტივებს, როგორიცაა: Black Sea Arena, ციცინათელას პარკი, დენდროლოგიური პარკი და ა. შ. აქედან რეგიონის ბუნებრივი სილამაზისა და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის აღმოჩენას მარტივად მოახერხებთ.

Magnetic Beach Resort-ში კომფორტული დიზაინი და ბუნებრივი სილამაზე ხვდება ერთმანეთს, რათა ზაფხულის არდადეგები ხანგრძლივად დასამახსოვრებელი გახადოს არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ სასიამოვნო მოგონებებში.

დამატებითი ინფორმაციისა და ჯავშნებისთვის, ეწვიეთ სასტუმროს ოფიციალურ ვებგვერდს: www.magneticbeachresort.com

[R]

Škoda Fabia RS Rally de Portugal-ს 2021 წლის ჩემპიონთან ერთად დაუბრუნდა

გაიგე, რას აერთიანებს Old Boys Coworking Space-ის დიდი, ნათელი საერთო სამუშაო სივრცე