26
Jul
2019

„მაგნიტი“, რომელმაც მომხმარებლები უნდა მიიზიდოს – Lemontree-ს ბრენდინგი

26 Jul 2019

„ჩვენი ამოცანა იყო თანამედროვე და დახვეწილი ბრენდის შექმნა – კონცეფცია, ლოგოს ფორმირება, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, კომერციული ფართის დაგეგმარება – ჩვენი ენერგია და ინტელექტუალური რესურსი მათ შექმნაში ჩავდეთ“, – ამბობს გიორგი ჭიჭინაძე, რომელმაც საკუთარი სააგენტო Lemontree-ს სახელით, სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ ბრენდინგზე იმუშავა.

როგორც გიორგი გვიყვება, ეს პროექტი ტრადიციული ფორმით არ წარმართულა. დამკვეთმა სააგენტოს 100%-იანი ნდობა გამოუცხადა და შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობაც გაასმაგდა. „მე თვითონ ჩავდექი დამკვეთის პოზიციაში და საკუთარ თავს ის ამოცანები დავუსვი, რომელსაც ის დამისახავდა გადასაჭრელად. სწორედ ამის შედეგად მივიღეთ თანამედროვე, გაწონასწორებული, ძლიერი იდენტობის მატარებელი ბრენდი, რომელიც მისი შემქმნელებისგან დამოუკიდებლად გააგრძელებდა სრულოფასოვან ცხოვრებას“.

M: გიორგი, რა კონცეფცია აქვს ბრენდს და ლოგოტიპში როგორ აისახა ბრენდის ფილოსოფია?
ბრენდი არის ძალიან ძლიერი, ძალიან ტოლერანტული, ამავდროულად, ძალიან მეგობრული. სუპერმარკეტის ლოგოში მრავალი სიმბოლოკა გამოვიყენეთ და შევეცადეთ, მთლიანობაში მიგვენიშნებინა იმაზე, რაც „მაგნიტის“ განსაკუთრებულობას წარმოადგენს: მოქნილი ფასები, სიყვარულით ნაშენები საქმე და ბრენდის მყარი რეპუტაცი. M: რა იყო მთავარი სირთულე პროექტზე მუშაობისას? რა ისწავლეთ?
პროექტი, თავის მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან მასიური იყო. მოგეხსენებათ, „მაგნიტი“ სუპერმარკეტების ქსელია, შესაბამისად, თითოეულ ფილიალში მივდიოდით და ცალკეულ მაღაზიებს ვამუშავებდით. ამავდროულად, შეკვეთის ჩაბარების დრო იყო ძალიან შეზღუდული და მუშაობა ფორს-მაჟორში გვიწევდა.  

M: სააგენტოსა და დამკვეთის ურთიერთობაზე რას გვეტყვი… რეკომენდაციას თუ მოგვცემთ „ლემონტრის“ გუნდი?
ბრენდინგისას უმნიშვნელოვანესია, პროცესის თითოეული დეტალი თავად აკონტროლო. იდეის გენერირებიდან დაწყებული, მისი ინსტალაციით დამთავრებული, რადგან ამ შემთხვევაში, მარკეტერთა გუნდი ყველაზე კარგად აცნობიერებს თითოეული ფერის, ლოკაციისა და სხვა დეტალების მნიშვნელობას. ამიტომ, კომპანიებს ვურჩევდი, რომ ბრენდინგისას მთლიანად მიანდონ საქმე მარკეტინგის გუნდს და არ დაზოგონ მატერიალური რესურსი ხარისხის საფასურად.

განხილვა