in

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ წამახალისებელი გათამაშება დაიწყო

„მაგნიტში“ ახალი, წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც „მაგნიტის“ ქსელის მაღაზიებს ესტუმრება, ყოველ დახარჯულ 10 ლარზე, გათამაშების თითო ბილეთი გადაეცემა. „მაგნიტის“ მომხმარებლებს სუპერ პრიზების და მომენტალური ვაუჩერების მოგების შესაძლებლობა აქვთ.

თამაშდება ბინა თბილისში, 2 ცალი 1000-ლარიანი ხელფასი, ერთი წლის განმავლობაში და 10 000 ცალი 10-ლარიანი მომენტალური ვაუჩერი, რომლის გამოყენება „მაგნიტის“ ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

სუპერმარკეტების ქსელმა „მაგნიტი“ გათამაშების პრაქტიკა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მომხმარებლები თავიდანვე ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ჩვენს წამოწყებაში და სწორედ ამან მოგვცა სტიმული, 2021 წელსაც გაგვეხარებინა ისინი. ახალი წამახალისებელი გათამაშება 1-ლ  თებერვალს დაიწყო, ბილეთების გაცემა 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება“, – აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე გელაშვილი.

თითოეულ ბილეთზე დატანილია სპეციალური ველი. საფარის გადაფხეკის შემდეგ, მომხმარებელს ან მომენტალური პრიზის – 10-ლარიანი ვაუჩერის მოგების საშუალება აქვს ან მთავარი პრიზების –  „ბინის“ და „ხელფასის“ შემადგენელ ასოებს ამოიკითხავს. სრული სიტყვების – ბინა ან/და ხელფასის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ხდება სუპერ პრიზების მფლობელი.

გასათვალისწინებელია, რომ პრიზები გაიცემა გათამაშების დასრულებიდან, მაქსიმუმ, 30 დღის განმავლობაში, მომგებიანი ბილეთისა და პირადობის მოწმობის წარდგენიდან – არაუგვიანეს 6 დღისა.

სუპერმარკეტების ქსელიმაგნიტი“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად,  მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც აქტიურადაა წარმოდგენილი. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, „მაგნიტს“ 250-ზე ფილიალი აქვს და 4500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.   

 

[R]

სალი ნიკოლაიშვილი Windfor’s Tbilisi-ს არტ დირექტორი გახდა

ირინა ვოლკი, “დელ ტექნოლოგიები”: დღესდღეობით, ყველა ბიზნესი ციფრული ბიზნესია