3
Dec
2019

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს

3 Dec 2019

14 დეკემბერს, 18:35-ზე ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზული წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს გამოავლენს. გათამაშებაში მონაწილეობა მსურველს 9 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია. პროცედურა ძალიან მარტივია – მომხმარებელი „მაგნიტის“ ყველა ფილიალში, ყოველი ათი ლარის შენაძენზე თითო ბილეთს მიიღებს.

“ბილეთს მიიღებთ ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, ნებისმიერი ტიპის გადახდით – როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. აუცილებელია, მომხმარებელმა ბილეთზე საკუთარი ტელეფონისა და პირადი ნომრები დააწეროს და ეს მონაცემები გათამაშების ყუთში ჩააგდოს.”

გამარჯვებულს წამყვანი დუტა სხირტლაძე ე.წ. „დოლურას პრინციპით“ გამოავლენს. იღბლიან მომხმარებლებს შემდეგი პრიზები გადაეცემათ:

  • 2 ოთახიანი ბინა თბილისში
  • ავტომობილი TOYOTA CAMRY (2019)
  • Apple Iphone XS
  • 2000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში
  • ოთხკაციანი საგზური ევროპაში

მათთვის, ვინც ვერ მოახერხებს, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი გათამაშებას, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება „მაგნიტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე . ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია ტელეფონის მეშვეობით: 032 2 121 121.

“სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 200-მდე ფილიალი აქვს და 4000-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. „მაგნიტი“ ყოველთვის საინტერესო შეთავაზებებით გამოირჩევა. სუპერმარკეტებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ასორტიმენტი: ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქტები.”

 

[R]

განხილვა