in

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს

15 სექტემბრიდან, სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“, როგორც კომპანიაში ამბობენ, გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს. მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძ​ლია – მომხმარებელი, „მაგნიტის“ ყველა ფილიალში, ყოველი 10 ლარის შენაძენზე, ერთ ბილეთს მიიღებს.

BOG
BOG

„ბილეთები, ხვალიდან, 15 სექტემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიცემა. გათამაშების ბილეთს მიიღებთ ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, ნებისმიერი ტიპის გადახდით, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო  ანგარიშსწორებით“.

გამარჯვებულებს 14 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, 18:35-ზე გამოავლენენ. გათამაშება ე.წ. დოლურას პრინციპით ჩატარდება. იღბლიან მომხმარებლებს შემდეგი პრიზები გადაეცემათ:

  • 2 ოთახიანი ბინა თბილისში, „ფრანგულ უბანში“
  • ავტომობილი TOYOTA CAMRY (2019)
  • Apple iPhone XS
  • 2000 ლარიანი ხელფასი, 1 წლის განმავლობაში
  • 4 კაციანი საგზური ევროპაში

„მათთვის, ვინც ვერ მოახერხებს, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი გათამაშებას, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე“.

„მაგნიტი“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს და როგორც თავად ამბობენ, პირველი სუპერმარკეტების ქსელია საქართველოში, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა.

„ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, „მაგნიტს“ 200-მდე ფილიალი აქვს და 3000-მდე თანამშრომელი ჰყავს“.

[R]

#RethinkPossibilities – ახალი Huawei-ის ახალი შესაძლებლობები

YouTube ფასიანი ვიდეოს „ნახვებს“ აღარ დაითვლის