in

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 2020 წელს აჯამებს

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 2015 წელს დაარსდა. კომპანიამ საქართველოს რეგიონებში ქსელური, ორგანიზებული მარკეტის ცნება პირველმა შეიტანა და პროდუქტების ყიდვის თანამედროვე სტანდარტი დანერგა.

მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს ყოველთვის ხელმისაწვდომ ფასებს და პროდუქტების უსაფრთხოდ, კომფორტულად ყიდვის საშუალებას სთავაზობს.

„პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის ანალიზის“ (FMCG სექტორის ანალიზი – „თიბისი“ კაპიტალი) მიხედვით, „მაგნიტს“ 2018-2020 წლებში, გაყიდვების მიხედვით, ბაზრის წილის ზრდის ყველაზე მაღალი ნიშნული აქვს.

2020 წელი „მაგნიტის“ ქსელისთვის გამოწვევების წელი იყო, რომელიც მოიცავდა, როგორც კომპანიის შიდა, მრავალპუნქტიან მიზნებს, ისე მსოფლიოში განვითარებულ კრიზისულ მოვლენებს.

გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით „მაგნიტის“ 48 ახალი ფილიალი გაიხნა. საქართველოს რეგიონებში უკვე კარგად ცნობილ ბრენდს, დედაქალაქში დამატებით 20 ახალი ფილიალი შეემატა და დღეს კომპანია საქართველოს მასშტაბით 250 ობიექტზე მეტს აერთიანებს.

2020 წელს „მაგნიტი“, ყოველდღიურად, 40 %-ით მეტ მომხამარებელს მოემსახურა.

გაიხსნა ახალი კონცეფციის ფილიალები – განსხვავებული ინტერიერითა და ასორტიმენტით, რომელიც დედაქალაქის მოთხოვნებს მეტად პასუხობს.

„მაგნიტი“ მუდამ ცდილობს, მომხმარებლებს მათს საჭიროებებზე მორგებული პროდუქცია შესთავაზოს. სწორედ ამიტომ, დაიწყო „მაგნიტის“ წარმოების მზა კვების, პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოება დაიწყო. ასევე, ერთ-ერთი ნაბიჯი ფილიალებში ხილ-ბოსტნეულის ასორტიმენტის გაფართოება იყო.

ქსელში გრანდიოზული წამახალისებელი გათამაშება ჩატარდა. გამოვლინდა სუპერ პრიზის – ბინის მფლობელი და ასევე მომხმარებლებს სხვადასხვა მსხვილი ან/და  ბრენდირებული საჩუქარი გადაეცათ.

ქსელის განვითარების პარალელურად, „მაგნიტში“ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამჟამად, კომპანიაში 4500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „მაგნიტი“ თანამშრომლებისთვის სტაბილური და სანდო დამსაქმებელია.

კომპანიის პრიორიტეტია ერთის მხრივ სფეროში მეტი კვალიფიციური კადრი მოიზიდოს და მეორეს მხრივ დასაქმებულებს დაცული სამუშაო გარემო შეუქმნას. „მაგნიტი“ თავად უზრუნველყოფს ფილიალებში მომუშავე კადრების გადამზადებას და მათ კომფორტულ სამუშაო გრაფიკს სთავაზობს.

დასაქმების ფაქტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის პირობებში გახდა. მაშინ როდესაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შემოსავლის დეფიციტი გაუჩნდა, კომპანიამ ყველა იმ მსურველს გაუღო კარი, ვისაც ქსელურ მარკეტში დასაქმების სურვილი ჰქონდა.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, „მაგნიტის“ ფილიალებში მომუშავე  ყველა თანამშრომელმა ხელფასი 20%-იანი ნამატით მიიღო.

მაგნიტის“ ერთ-ერთი გრანდიოზული წამოწყება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყოველდღიური 20%-იანი ფასდაკლებაა, აღნიშნული პროექტი პანდემიის გავრცელების პარალელურად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაიწყო. კვირის თითოეულ დღეს, სხვადასხვა პროდუქტზე -20%-იანი აქცია მიმდინარეობს, რაც მომხმარებლისთვის კარგი დანაზოგის გაკეთების საშუალებაა. აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში აქცია უფრო მრავალფეროვანი გახდა და მომხმარებელთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგო.

პანდემიის გავრცელებისას, კომპანიამ მხარდაჭერა როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფო სტრუქტურებსაც გამოუცხადა. პირველი ნაბიჯი #stopcov ფონდში ჩარიცხული თანხა (50 000 ლარი) გახლდათ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა. პარალელურად კომპანიამ სხვადასხვა ორგანიზაცია თუ კლინიკა პროდუქტებით მოამარაგა.

მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადებისა და ქალაქის ჩაკეტვის შემდეგ, „მაგნიტმა“ ადგილობრივების მხარდასაჭერად, ფერმერებისგან პროდუქცია შეიძინა.

„მაგნიტი“ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა, საკუთარი საქმიანობით, მოსახლეობის კეთილდღეობაში წვლილი შეიტანოს. პანდემიის დროს, ქსელში პირველადი მოხმარების  პროდუქტები: მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი და ფქვილი ფასნამატის გარეშე იყიდებოდა.

2020 წლის სამომხმარებლო კმაყოფილების კვლევაზე დაყრდნობით, მომხმარებელთა შეფასებით „მაგნიტი“ სანდო, სწრაფად განვითარებადი და სტაბილური ქსელია, რომელიც სიახლეების  დანერგვაზეა ორიენტირებული.

მნიშვნელოვანია სანდოობის ის ხარისხი, რომელიც „მაგნიტს“ თავის ბიზნესპარტნიორებთან აქვს. აღნიშნული გამოიხატება ვალდებულებების პირნათლად შესრულებასა და კომპანიის გუნდის პროფესიონალიზმში.

„მაგნიტი“ აგრძელებს მუშაობას ქსელის განვითარების საკითხზე, რაც გულისხმობს, როგორც შიდა ადამიანური რესურსის მატებას, ასევე ფილიალების გაფართოებასა და მომხმარებლის საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებას.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ღორები, რომლებიც ვიდეო თამაშებით ერთობიან!

„ბაზისბანკი“, Backbase-თან პარტნიორობით, მომხმარებელს ინოვაციურ ციფრულ პლატფორმას შესთავაზებს!