in

„მაგნიტში“ მომხმარებლებს საახალწლო განწყობა ხვდებათ

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ წინასაახალწლო მზადებაა. მომხმარებლების გააქტიურებასთან ერთად, ფილიალებში სადღესასწაულო განწყობა იმატებს.

კომპანია მომხმარებლებს მუდამ სიახლეებს და ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს. თუმცა ახალი წლის დღესასწაული სრულფასოვნად ვერ ჩაივლის, რომ არა იმ ადამიანების შრომა, ვინც კომპანიის ფუნქციონირების ყველა დეტალზე უშუალოდ ზრუნავს.

იცით, რა პროცესს გადის პროდუქცია და თითოეული თანამშრომელი იმისთვის, რომ დახლზე პროდუქტი ყველა წესის დაცვით მოხვდეს?

„მაგნიტმა“ საახალწლოდ ვიდეოების სერია მოამზადა, სადაც ჩანს, თუ რა პროცესებია „მაგნიტი მაქსის“ შიდა სამზარეულოში თუ  დახლებს მიღმა.

„მაგნიტი“ მაქსის“ ფილიალებში მომხმარებლებს „მაგნიტის“ მზა საკვები, საკონდიტრო ნაწარმი, ცხელი თონის პური, ნედლი ხორცი, თევზი და პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ხვდება. ერთი სიტყვით, აქ შეგიძლიათ საახალწლოდ საჭირო ყველა პროდუქტი ერთ სივრცეში, კომფორტულ გარემოში შეიძინოთ.

შეგიმჩნევიათ „მაგნიტის“ დახლებზე განთავსებული საახალწლო მანიშნებლები? თუ ჯერ კიდევ არა, მაშინ დააკვირდით და გახალისდით.

შეგახსენებთ, რომ „მაგნიტი მაქსის“ ფილიალები თბილისსა და ბათუმშია. წლის მიწურულს კი კომპანიას კიდევ ერთი სიახლე აქვს, თბილისში ახალი ფორმატის მაღაზიები „მაგნიტი პლუსები“ გაიხსნა, სადაც მუდამ ხელსაყრელი ფასები დაგხვდებათ.

[R]

რამდენად ბევრი ყავა უნდა დავლიოთ? — კვლევა

2021 წლის 10 ყველაზე უცნაური რეკლამა