რაიმე, ყველაზე ტკბილის გახსენებას რომ გვთხოვენ, ალბათ, ყველა ბავშვობას ვიხსენებთ. ხშირად სკოლაში გადახდენილ ამბებს, რომელიც არასდროს გვავიწყდება.
„მაგნიტმა“ თავისი მომხმარებლების ბავშვობის მოგონებები ანიმაციების სახით გააცოცხლა. პროექტი 2020 წლის სასკოლო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.
„ანიმაციებზე project lab-მა იმუშავა, მარკეტინგულმა სააგენტომ ზუსტად უპასუხა კომპანიის მოთხოვნებს და მის მომხმარებლებს ბავშვობის მოგონებები გაახსენა“.

პირველ ეტაპზე „მაგნიტმა“, მომხმარებლებს, Facebook-ის მეშვეობით, სკოლაში გადახდენილი იმ ამბების გაზიარება სთხოვა, რომლებიც მათში ღიმილს და ბედნიერებას იწვევდა.
„წარმოიდგინეთ, სოციალურ ქსელში შემთხვევით აწყდებით ვიდეოს, სადაც თქვენი ბავშვობის ერთი პატარა ელემენტია ასახული. ეს, ერთი შეხედვით, უბრალო ამბავი ბავშვობის ტკბილი მოგონებაა, რომელიც ჩვენზე სასიამოვნო ემოციებს აღძრავს“.
შემდეგ კომპანიამ, კომენტარებიდან და პირადი შეტყობინებებიდან რამდენიმე ამბავი შეირჩა, და მათ მიხედვით ანიმაციური ვიდეო რგოლები შექმნა.

„სწორედ ამ ანიმაციებში ყველა საკუთარ ბავშვობას ამოვიცნობთ: გინერვიულიათ ნიშნის მოლოდინში? მთელი დღე ელოდებოდით, როდის დასრულდებოდა გაკვეთილები, რომ ეზოში გეწუწავათ? ან იქნებ კლასელი მოულოდნელად „შპარგალკით“ დაგხმარებიათ?
თითოეულ ეპიზოდში ყველა თაობის სკოლის ბავშვური ამბავია მოთხრობილი.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=942671666502892″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=748123322445431″ width=”702″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=3599308876800571″ width=”702″ height=”405″ onlyvideo=”1″]
Credits:
Agency: Project Lab
Client: Mangiti
Project Director: Giorgi Lolua
Character/Environment Designer: Nikusha Baloo Kuparadze
3D Modeler: Karlo Tsibadze
Animator: Konstantine Bakhtadze
Sound & Music: Mikheil Rusishvili
[R]













