in

„მაგნიტმა“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები დააჯილდოვა

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები გადასცეს. მოგებული ბილეთების მფლობელებს „მაგნიტის“ წარმომადგენლებმა და გათამაშების წამყვანმა დუტა სხირტლაძემ უმასპინძლეს. საზეიმო ღონისძიებაზე, ხუთიდან 4 გამარჯვებული, რეგიონიდან ჩამოვიდა.

iPhone XS, 2000 ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში, 4 კაციანი საგზური ევროპაში, 2019 წლის ავტომობილი Toyota Camry და თბილისში მდებარე ოროთახიანი ბინა გამარჯვებულებს უკვე გადასცეს. დაჯილდეობის შემდეგ, „მაგნიტის“ წარმომადგენლებმა, გამაჯრვება, სტუმრებთან ერთად აღნიშნეს.

„მქონდა „მაგნიტის“ გათამაშების 30 ბილეთი, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ მოვიგებდი. მაშინაც ვერ ვიჯერებდი, როცა დუტამ დამირეკა და მითხრა, გათამაშებიდან გირეკავო. ისე გამიკვირდა, იმ მომენტში ემოცია საერთოდ ვერ გამოვხატე. ძალიან გახარებული ვარ,“ – ამბობს კახა მღებრიშვილი, რომელმაც „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ავტომობილი მოიგო.

„სუპერმარკეტ „მაგნიტში“ საკმაოდ ხშირად დავდივარ, ამიტომ 300 ბილეთზე მეტი შემიგროვდა. არასდროს არაფერი მომიგია. ამიტომ დუტამ რომ დამირეკა, მაშინაც კი არ მეგონა, რომ რამე მოვიგე. საოცარი შეგრძნებაა, ყველას ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადოს,“ – ამბობს ოროთახიანი ბინის მფლობელი ალექსანდრე პავლიაშვილი.

„მაგნიტის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში დუტა სხირტლაძემ გამოავლინა.

„წამყვანი გამარჯვებული ბილეთების მფლობელებს ეთერიდან დაუკავშირდა და მათ დაფაზე განთავსებული კონვერტებიდან ერთ-ერთის ამორჩევა სთხოვა. სწორედ ასე გახდა ცნობილი 5 სხვადასხვა საჩუქრის მფლობელი“.

გათამაშების ბილეთების გაცემა სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ ყველა ფილიალში 15 სექტემბერს დაიწყო და 9 დეკემბერს დასრულდა. თითოეული მომხმარებელი, ყოველ დახარჯულ ათ ლარზე გათამაშების თითო ბილეთს იღებდა. 14 დეკემბერს 4 მილიონამდე ბილეთი დოლურაში მოათავსეს და იღბლიანი მომხმარებლები გამოავლინეს.

„მაგნიტის“ წარმომადგენლების თქმით, კომპანია მომხმარებელს მომავალშიც უამრავ სიურპრიზსა და წამახალისებელ გათამაშებას შესთავაზებს.

„მაგნიტი“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს. მისი წარმომადგენლების თქმით, ეს პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, „მაგნიტს“ 200-მდე ფილიალი აქვს და 4000-მდე თანამშრომელ ჰყავს.

[R]

“ერთი პატარა სათხოვარი მაქვს..” – ბერლინში მიმავალი ლიკას მტკივნეული ისტორია

„ევროპაბეთი“ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორი გახდა