in

„მაგნიტის“ ახალი კონცეფციის ფილიალი გაიხსნა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, N18-ში სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

BOG
BOG

ახალი კონცეფციის ფილიალში პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ყოველდღიურად ახალი, უგემრიელესი მზა კერძები, „მაგნიტის” წარმოების პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმია წარმოდგენილი.

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ ზრდა-განვითარებას აგრძელებს. ამჯერად, თბილისში კიდევ ერთი, 217-ე მაღაზია გავხსენით. ეს ფილიალი ერთ-ერთი დიდი და განსხვავებული ფორმატისაა. მომხმარებლებს ჩვენი წარმოების საკონდიტრო ნაწარმთან ერთად, მზა კვების პროდუქტების შეძენა და უგემრიელესი ყავის დაგემოვნება მისაღებ ფასად შეუძლიათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მათ სურვილებზე მორგებული მომსახურება შევთავაზოთ“, – აცხადებს ია ნადირაშვილი, სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

მზა კერძები ჯანსაღი და მუდამ ახალია, მოსახერხებელი შეფუთვა კი მის ტრანპორტირებას კომფორტულს ხდის. აღსანიშნავია ფილიალის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, რომელიც ქალაქში შემოსულ მომხმარებელს პროდუქტების შეძენისას დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

განსხვავებული ფორმატის მაღაზიაში „მაგნიტის“ მომხმარებელს ცხელი ყავაც დახვდება, რომლის წაღება და დაგემოვნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი.

ახალი ფილიალი მომხმარებლებს საყიდლებზე სიარულის პროცესს უმარტივებს. 24/7 სამუშაო საათები, პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი და მზა კერძები, რომლებიც ერთ სივრცეშია წარმოდგენილი, სასურველი პროდუქციის შერჩევას კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის.

ამასთან, „მაგნიტის“ ქსელში განსაკუთრებული ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს. კვირის თითოეულ დღეს, სხვადასხვა პროდუქტზე 20%-იანი დანაზოგის გაკეთებაა შესაძლებელი.

სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, „მაგნიტს“ 217 ფილიალი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.  

 

[R]

როგორია ქართული კონცეფციის “სელფის” მუზეუმი თბილისში

ფსიქოლოგია კულინარიაში და “გობის” ქართულ-აღმოსავლური სწრაფი კვება