in

„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება დაიწყო

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 7 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს  ახალ გრანდიოზულ გათამაშებას სთავაზობს.

bog
bog-mob

გათამაშება 7 იანვარს დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „მაგნიტის“ მომხმარებლებს თვეში 7 პრიზიდან ერთ-ერთის მოგების შესაძლებლობა აქვთ.

ყოველთვიურად თამაშდება:

“მაგნიტის”  1000 ლარიანი ვაუჩერი;
iPad Air;
PlayStation 5;
iPhone 13 Pro Max;
MacBook Air;
2 კაციანი საგზური საქართველოში 7 დღე;

და  სუპერ პრიზი: 100,000 ლარი.

„მაგნიტის“, „მაგნიტი მაქსის“ და „მაგნიტი პლუსის“ ყველა ფილიალში, ყოველი 10 ლარის შენაძენზე, მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს იღებს. ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან. შედარებით მცირე ნაწილზე, მომხმარებელმა თავად უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი და ჩააგდოს „მაგნიტის“ ფილიალებში განთავსებულ სპეციალურ ყუთში.  მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის მფლობელმა სწორად შეავსოს თავისი მონაცემები. ბილეთის მეორე ნაწილი კი მფლობელმა აუცილებლად გათამაშების დასრულებამდე უნდა შეინახოს.

გათამაშება ყოველი თვის 7 რიცხვში, 18:30 საათზე ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გაიმართება, სადაც 7 გამარჯვებული გამოვლინდება. წამყვანი დოლურადან ბილეთს შემთხვევითობის პრინციპით ამოიღებს, მომხმარებელს მითითებულ ნომერზე დაუკავშირდება და 7 კონვერტიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალებას მისცემს. კონვერტში მითითებული იქნება პრიზის დასახალება.

პრიზის მისაღებად, აუცილებელია მოგებიდან 30 დღის განმავლობაში, ბილეთის მფლობელმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამარჯვებული ბილეთის მეორე ნახევარი, ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 დღისა გამარჯვებულს კუთვნილი  პრიზი გადაეცემა.

მომგებიანი ბილეთის წარდგენა ხდება „მაგნიტის“ სათავო ოფისში – თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #18, სამუშაო დღეებში, 10:00- დან 19:00 საათამდე.

„მაგნიტი“ საზოგადოებას მუდამ სიახლეებს და ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს. გასულ წლებში კომპანიამ არაერთხელ გაათამაშა მსხვილი და გრანდიოზული პრიზები, როგორიცაა ბინა, მანქანა, მოგზაურობა, კომპიუტერული ტექნიკა და ა.შ.

სუპერმარკეტების ქსელიმაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაშიც აქტიურადაა წარმოდგენილი. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 300-მდე ფილიალი აქვს და 4500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.  

[R]

Disney პარკებში ჯადოსნური მეტავერსის დანერგვას გეგმავს

მთვარეზე პირველი მეტავერსიული ბაზა იქმნება!