in

მეცნიერებმა, მაგნიტური ჩაფხუტით, წარმატებით შეამცირეს მომაკვდინებელი სიმსივნე

ეს ყველაფერი პაციენტის სახლიდან გაუსვლელად მოხდა!

ჩვეულებრივ, მაგნიტური “ჯანმრთელობის მოწყობილობები” სრულად წარუმატებელი პროდუქტებია, რომლებზეც ფულის დახარჯვა არ ღირს. თუმცა მეცნიერებმა, ახალი მაგნიტური ჩაფხუტით, ეს ზოგადი შეხედულებები თავდაყირა დააყენეს – მან, ყოველგვარი ინვაზიური ოპერაციის გარეშე, მნიშვნელოვნად შეამცირა ტვინის ფატალური სიმსივნე. და ეს ყველაფერი პაციენტის სახლიდან გაუსვლელად მოხდა!

კვლევა გლიობლასტომით დაავადებული პაციენტის მკურნალობით დაიწყო, რომელიც თავის ტვინის კიბოს ყველაზე საშიშ ტიპია. პაციენტმა უკვე გაიარა ტიპური და ექსტრემალური თერაპიები, მათ შორის რადიკალური ქირურგიული ამოკვეთა, ქიმიორადიაციული და ექსპერიმენტული თერაპიები და სამწუხაროდ, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა.

FDA-ის მიერ დამტკიცებული პროცესის მეშვეობით, რომელიც ცნობილია, როგორც თანაგრძნობის მკურნალობა, მკვლევრებმა ახალი მეთოდის, რხევითი მაგნიტური ველების გამოყენება სცადეს. პაციენტს მბრუნავი მაგნიტების მქონე ჩაფხუტი ეხურა – იგი რხევად მაგნიტურ ველებს წარმოქმნიდა, სპეციფიკური სიხშირის პროფილებით და დროის ნიმუშებით.

თავდაპირველად, პაციენტი მეთვალყურეობის ქვეშ ჩაფხუტს ორი საათით ატარებდა, შემდეგ კი სახლში ბრუნდებოდა და ექვსი საათის განმავლობაში იყენებდა. სამწუხაროდ, პაციენტი სხვა მიზეზით, საკითხთან დაუკავშირებელი ტრავმის გამო გარდაიცვალა… მაგრამ მან მეცნიერებს შედეგების უკეთ გაცნობის საშუალება მისცა.

ამასთან, ოჯახიც თანახმა იყო, გარდაცვლილზე ნებისმიერი სახის გამოკვლევა ჩაეტარებინათ. შედეგად აღმოჩნდა, რომ სიმსივნე 31%-ით შემცირდა. იმის გათვალისწინებით, რომ შედეგი მიღებულია ოპერაციის ან ქიმიოთერაპიის გარეშე, ღირს მომავალში გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინება.

საგულისხმოა, რომ როგორც უმეტესი სამედიცინო აღმოჩენების შემთხვევაში, დამატებითი და განმეორებითი ტესტებია საჭირო.  თუ შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნა, ამან, შესაძლოა, ახალი და ნაკლებ ინვაზიური მკურნალობის პროცესს შეუწყოს ხელი.

IKEA-ს პირველი ჭკვიანი ჰაერის გამწმენდი, რომელიც მაგიდის ფუნქციას ითავსებს

სერვისი Premium Lite – რეკლამებისგან თავისუფალი ვიდეობი YouTube-ზე