in

“მაგნიტური დღეებია” – უცნაურია

მაგნიტური

“მაგნიტური დღეებია” – სწორედ ესაა კამპანიის მთავარი მესიჯი, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს სოციალურ ქსელებში. კამპანიის ძირითადი პლატფორმა Facebook-ია (ცოტა ლაიქებით), ასე ვრცელდება უცნაური ვიდეოები.

Screen Shot 2013-12-09 at 1.25.51 AM

ამ დრომდე მხოლოდ ოთხი”უცნაური” შემთხვევაა ცნობილი. ისინი რონიკოში, სმარტში, ისი-პარიში და ლოფტში მოხდა, სცენარი ყველგან იდენტურია – პროდუქცია ქრება და ჟურნალისტი დაწესებულების წარმომადგენელთან ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა. ვიდეოები იმდენად ცუდია, რომ შეუძლებელია არ მოგინდეს “დააშეარო” ან მეტეორი მოითხოვო. ვიმედოვნებთ, რომ ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო. კამპანიის პირველი ვიდეო რონიკოსი იყო, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს რონიკომ გააკეთა და “ასახსნელადაც’ დავიბარეთ.

ამის შემდეგ იყო ორი ვიდეო, ისი-პარიში და სმარტში, დღეს გამოჩნდა სავარაუდოდ ბოლო, მეოთხე ვიდეო, რომელიც ლოფტშია გადაღებული და სადაც უკვე ცნობილი ხდება კამპანიის ავტორი. არც მეტი არც ნაკლები ეს ელიტ-ელექტრონიკსის კამპანიაა მთავარი მესიჯით:
“ჩვენ უკვე მზად ვართ შევეჯიბროთ ელიტ-ელექტრონიქსს” – სავარაუდოდ მომხმარებელმა სანტას ან ელიტ-ელექტრონიქსს შორის უდნა გააკეთოს არჩევანი. უცნობია რა კავშირშია ტექნიკის მაღაზია სხვა ვიდეოებთან, მაგრამ სავარაუდოდ მომხმარებელს ვაუჩერს მისცემენ, რომელსაც ისინი ზემოთ აღნიშნულ მაღაზიებში გამოიყენებენ.

თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ შეაფასოთ კამპანია. (ასევე თუ არის ცნობილი, რომელმა სარეკლამო კომპანიამ იმუშავა ამაზე მოგვწერეთ)

წყალქვეშა ნავი, მარტორქა, ჯოკრები და ”გაყევი სპირალს” ანუ ყველაფერი JB.Ge–ს კამპანიაზე

erti chiqa

ზედაზენი – ერთი ჭიქა ლიმონათი