in

ტვინის მაგნიტური სტიმულაციის ახალი მეთოდი დეპრესიას ეფექტურად ამარცხებს!

კვლევის ფარგლებში პაციენტთა დაახლოებით 80% განიკურნა!

შესაძლოა, უახლოეს მომავალში ძლიერი დეპრესიის საიმედო წამალი მივიღოთ. სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ახალი კვლევა იუწყება, რომ ტვინის მაგნიტური სტიმულაციის ახალმა ტიპმა წარმატებით განკურნა ამ მდგომარეობის მქონე მონაწილეთა თითქმის 80%.

M2
M2

მკურნალობის მეთოდი ცნობილია, როგორც სტენფორდის სწრაფი ინტელექტუალური ნეირომოდულაციური თერაპია (SAINT). ეს არის ინტენსიური, ინდივიდუალური ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის თერაპია, რომელიც კონტროლირებად ცდებში საკმაოდ დამაჯერებელ შედეგებს ავლენს დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად ამ ეფექტურობისა, მკურნალობას გარკვეული გვერდითი მოვლენებიც ახლავს თან — დროებითი დაღლილობა და თავის ტკივილი.

თუმცა მთლიანობაში ავტორებს მიაჩნიათ, რომ SAINT-ის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს და იმედოვნებენ, მათი მუშაობა მრავალი პაციენტის მკურნალობას შეუწყობს ხელს.

პერსპექტიული მიდგომა

“ის კარგად მუშაობას — სწრაფად და არაინვაზიურად, რამაც შეიძლება, სრულად შეცვალოს თამაში” — აღნიშნავს ნოლან უილიამსი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ფსიქიატრიისა და ქცევითი მეცნიერებების დეპარტამენტში და კვლევის წამყვანი ავტორი.

კვლევის ფარგლებში რეზისტენტული დეპრესიის მქონე 29 მონაწილეს უმკურნალეს. მათი ასაკი 22-80 წლით შემოიფარგლებოდა და თითოეულ მათგანს, საშუალოდ 9 წლიანი დეპრესია აღენიშნებოდა. საბედნიეროდ, ყველა ეს შემთხვევა მკურნალობისადმი რეზისტენტული აღმოჩნდა. მონაწილეებმა, რომლებიც კვლევის დროს მედიკამენტებს იღებდნენ, ჩვეული დოზა შეინარჩუნეს. ხოლო მათ, ვინც არ იღებდა მედიკამენტს, მკურნალობის პერიოდში რაიმე კურსი არ დაუწყიათ.

მონაწილეები ორ ჯგუფად დაიყვნენ — ნაწილი SAINT მკურნალობას იღებდა, ხოლო ნაწილი — პლაცებოს პროცედურას. მკურნალობის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ SAINT ჯგუფში მონაწილეთა 78.6% აღარ აკმაყოფილებდა დეპრესიის კრიტერიუმებს. თანაც, ეს ეფექტი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა.

როგორც ავტორები განმარტავენ, FDA-ს მიერ დამტკიცებული ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის ამჟამინდელი ვარიანტები ექვსკვირიან ყოველდღიურ სესიებს მოითხოვს. SAINT კი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (rTMS) სახეცვლილი ფორმაა და გაცილებით ნაკლებ დროს საჭიროებს, რადგან თერაპია მსგავსი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებების გათვალისწინებით ტარდება.  მისი ეფექტურობა პაციენტების ნახევარში ვლინდება და მკურნალობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, მესამედს აღენიშნება დეპრესიის რემისია.

კვლევის დაწყებამდე ავტორებმა თითოეული მონაწილის MRI ანალიზი ჩაატარეს. მათი მიზანი თავის ტვინში ზუსტი ქვერეგიონის პოვნა იყო, რომელსაც ყველაზე ძლიერი ფუნქციონალური კავშირი ჰქონდა სტრუქტურასთან, რომელიც დეპრესიის მქონე ადამიანებში აქტივობის გაზრდილ დონეს ავლენს. მაგნიტური სტიმულაციის მკურნალობის მიზანია, გააძლიეროს კავშირი ორ უბანს შორის, რათა უკეთ გაკონტროლდეს ეს აქტივობა.

საცდელი ეტაპიდან ოთხი კვირის შემდეგ, ექსპერიმენტული ჯგუფის 14 მონაწილიდან 12-ს გაუუმჯობესდა სიმპტომები. FDA-ს რემისიის კრიტერიუმების მიხედვით, 11 მათგანი ოფიციალურად განიკურნა დეპრესიისგან. საკონტროლო ჯგუფში 15 პაციენტიდან მხოლოდ 2-მა დააკმაყოფილა რემისიის კრიტერიუმები.

“გვსურს, ეს მეთოდი სასწრაფო დახმარების და მენტალური ჯანმრთელობის ფეროში დავნერგოთ, სადაც ადამიანებს გადაუდებელ შემთხვევებში ვუმკურნალებთ. თანაც, ჰოსპიტალიზაციის შემდგომი პერიოდი თვითმკვლელობის ყველაზე მაღალ რისკის შემცველია” — ამბობს უილიამსი.

„ოფროუდერი“ დედა-შვილი საქართველოდან

Audi e-tron საქართველოში მოდის – ანდრო დგებუაძისა და ლუკა ნაჭყებიას მოგზაურობა, ეპიზოდი #2