28
May
2019

ნაყინის კოვზები, GOT-ის სტილში

28 May 2019

ნაყინის ბრენდმა Magnum, სერიალ “სამეფო კარის თამაშების” ოთხ ძლევამოსილ ოჯახს, მათი გვარების უკვდავსაყოფად, ნაყინის კოვზები მიუძღვნა. სააგენტო MullenLowe-თან თანამშრომლობით, ბრენდმა გამოუშვა ხელნაკეთი კოვზები სტარკების, ლანისტერების, ტარგარიენებისა და გრეიჯოების გერბებით. კოვზების შექმნაზე ოსტატებმა მთელი თვის განმავლობაში იმუშავეს. “სამეფო კოვზის თამაშები” Magnum-ის რეკლამაში გამოჩნდება, თავად კოვზები კი მადრიდის სავაჭრო ცენტრში Moda Shopping მაისის ბოლომდე იქნება გამოფენილი.

განხილვა