in

MAGSMAN – კომპანია, რომელსაც ამბების თხრობა უყვარს

როგორ გავხადო საკუთარი საქმიანობა უფრო ეფექტური, როგორ გავუმკლავდე ბიზნეს და ორგანიზაციულ გამოწვევებს რეაქტიულად, როგორ დავგეგმო და გადავდგა სტრატეგიულად სწორი ნაბიჯები, რაც ჩემს საქმიანობას წარმატებას მოუტანს? – თუ გონებაში ხშირად გიტრიალებს ასეთი კითხვები, თუ ფიქრობ, რომ შენს ორგანიზაციულ, ან ბიზნეს საქმიანობას ახალი სტიმული სჭირდება, მაშინ დროა, ახალი საკონსულტაციო სააგენტოს შესახებ შეიტყო – Magsman – „მაგსმენი“  ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა. სააგენტოს სახელწოდების განმარტებას თუ ჩავხედავთ, გავიგებთ, რომ ამ სახელს ამბის თხრობის მოყვარული ადამიანები ატარებენ, რადგან, „მაგსმენის“ კლასიკური განმარტება სწორედ ასე ჟღერს – A person who likes telling stories.

კონკრეტულად რა ამბებს მოგვიყვება სააგენტოს გუნდი, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი „მაგსმენის“ ერთ-ერთი მთხრობელი, ხატია საკონსულტაციო სააგენტოს მიზნებზე გვიამბობს.

საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესების რიცხვი საკმაოდ მაღალია. ეს მაჩვენებელი კი ყოველდღიურად მზარდია – პატარა თუ მასშტაბურ ორგანიზაციებსა და ბიზნესებს, საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა სჭირდებათ. ამ და სხვა საჭიროებების ანალიზის შედეგად, გადავწყვიტეთ, გამოცდილი ადამიანების გუნდი შეგვეკრიბა და შესაბამისი სერვისები შეგვეთავაზებინა მათთვის, ვინც ცდილობს, თანამედროვეობას არ ჩამორჩეს და მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იყოს.

Ბიზნესების მოწოდების სიმაღლეზე ასაყვანად, „მაგსმენი“, მომხმარებელს, შემდეგ მიმართულებებს სთავაზობს: ფინანსური და ბიზნეს სტრატეგიის მომზადება, ბრენდების, პროდუქტებისა და მათთან დაკავშირებული ტენდენციების კვლევა, ბაზრის ფინანსური კვლევა, საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და საკომუნიკაციო არხების მართვა, ბრენდინგი, Web/App Development, Software Development”.

‘”საქართველოში ჯერ კიდევ ბევრ სფეროს ჭირდება განვითარება, თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს გლობალურ-ციფრულ სამყაროში ინტეგრირება, რომელსაც ვცდილობთ ჩვენი რესურსებით ხელი შევუწყოთ. ჩვენი ქვეყანა ახლა განვითარების ეტაპზეა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ პროცესსში ყველა ჩაებას და თავისი წილი აგური დადოს, ამიტომ გვინდა თანამედროვე ტექნოლოგიები ქართული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და სიახლეები დავაჩქაროთ”  – მაგსმენის ერთ-ერთი შემქმნელი სანდრო მძინარაშვილი.

მმართველი გუნდის გამოცდილება +7-დან +10 წლებს მოიცავს, როგორც ბიზნესის, მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროებში, ასევე კვლევითი საქმიანობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. ჩვენი გუნდის მიერ ამ დრომდე განხორციელებული პროექტების მცირე ჩამონათვალი კი ასეთია: „პირველი არხი“ – მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი; Closer – პირველი ქართული სოციალური აპლიკაცია; MORE is LOVE – ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების პირველი ქართული ინტერნეტმაღაზიის მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი; CENN – მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი, Smart Publishing – წიგნის დიზაინი, აპლიკაცია, Web Development; GCC – Web Development; Aquatherm/აქუათერმი – ფინანსური და ბიზნეს სტრატეგია; საცნობელი – პირველი ქართული თამაში, რომლის იდეაც და აღსრულებაც „მაგსმენს“ ეკუთვნის და სხვა“.

ახლა, Magsman, კიდევ რამდენიმე დიდ პროექტზე მუშაობს, რომლის ამბებსაც, როგორც სააგენტოში ამბობენ, დასრულებისთანავე უამბობენ საზოგადოებას.

 

[პარტნიორის კონტენტი] 

Facebook Messenger-ის ახალი ფუნქცია Watch Together, ვიდეოს მეგობართან ერთად ყურების საშუალებას მოგცემთ

Audi-ს ახალი რეკლამის მთავარი გმირი ქართველია