in

რა ცვლილებებს მოუტანს მომხმარებელს „მაგთიკომის” მიერ „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების შეძენა

cover„მაგთიკომსა“ და „კავკასუს ონლაინს“ შორის მიმდინარე წლის 30 მაისს საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.  ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, „მაგთიკომი“, თავისი ბრენდის ქვეშ, მომხმარებლებს საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურებებს შესთავაზებს. მარკეტერი „მაგთიკომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს – ნინო სურგულაძეს, ესაუბრა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

M: რა არის „მაგთიკომის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების შეძენის მთავარი მიზანი?

მთავარი მიზანი კომპანიის გაფართოებაა. მაგთიკომი კიდევ უფრო ზრდის მომსახურების სპექტრს და ამავდროულად, ოპტიკური ინტერნეტმომსახურების  ბაზარზე შედის.

M: რა ცვლილებებს მოიტანს ეს შეთანხმება?

ეს მხოლოდ დადებითად აისახება მომხმარებლებზე. “მაგთიკომის” მომხმარებლებს ექნებათ სრული საკომუნიკაციო შეთავაზება, რაც გულისხმობს:

  • მობილური ტელეფონი
  • ფიქსირებული ტელეფონი (რადიო და საკაბელო)
  • ინტერნეტს (მობილური და საკაბელო)
  • ტელევიზიას (თანამგზავრული და IPTV)

M: რა ახალ სერვისებს შესთავაზებთ მომხმარებელს?

მომხმარებელი მაგთიკომისგან, ტრადიციულად,  უახლესი ტექნოლოგიების მიღებასაა შეჩვეული. მობილური ტელეფონიის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, “მაგთიკომი” საქართველოში უახლეს ტექნოლოგიებს, მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიების კვალდაკვალ ნერგავს. 2G, 3G, 4G ქსელების შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, მაგთიკომმა 4.5 G იგივე LTA-Advanced ქსელი გაუშვა. [რესპოდენტს არ უთქვამს კონკრეტულად რაიმე სიახლე თუ იქნება სერვისებში ამ გაერთიანებით]

 

M: ამჟამად რა ეტაპზეა შეთანხმება და როდის შეიტყობს მოსახლეობა ახალი მომსახურების შესახებ?

„კავკასუს ონლაინის“ აქტივების  „მაგთიკომისთვის“ გადაცემის პროცესი, სავარაუდოდ, 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყება, რამდენიმე თვე გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.



“იცი, რომელი კომპანიის მომხმარებელი ხარ?!” – CRYSTALBET-ის ახალი ვიდერგოლი

კატები სუპერმარკეტის რეკლამაში, რომელმაც 2 დღეში 5,7 მლნ-ზე მეტი ნახვა დააგროვა