in

„მაგთის“ რებრენდინგი – განახლებული ლოგო, დამატებითი სერვისები და ახალი სიმღერა

სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთი“, დღეს, იუბილარია და არსებობის 24 წლიან ისტორიაში, საკუთარ დაბადების დღეს, რებრენდინგით აღნიშნავს.

განახლებული ლოგო, დამატებითი სერვისები და ახალი სიმღერა – „მე მიყვარს მაგთი“. რა გახდა რებრენდინგის წინაპირობა და უფრო ზუსტად, რა ცვლილებებს გულისხმობს ბრენდის ცხოვრებაში ეს ნაბიჯი, „მაგთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი, ნინო სურგულაძე და მარკეტინგის დირექტროი, თამარ გაჩეჩილაძე გვიხსნიან:

ნინო სურგულაძე: კომპანიის განვითარებასთან ერთად, მაგთის ლოგოს დახვეწაც დადგა დღის წესრიგში. ჩვენს ლოგოში ფიგურირებდა ფიჭის სიმბოლო, რაც მობილურ კომუნიკაციებთან ასოცირდებოდა, თუმცა უკვე დიდი ხანია, „მაგთი“ მხოლოდ მობილურ ოპერატორობას გაცდა და სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელ კომპანიად იქცა. შესაბამისად, ლოგოში ფიჭის, როგორც მობილური კომუნიკაციის სიმბოლომ, ფორმა იცვალა, ახალ რეალობას მოერგო და განახლებული სახით წარდგა.

უცვლელი დარჩა ბრენდის იდენტობის მნიშვნელოვანი მახასიათებლები – „მაგთის“ წითელი ფერი და სლოგანი – „კავშირი თქვენს სამყაროსთან“, ვინაიდან, ცვლილებებამდე ჩატარებულ კვლევაში, მომხმარებლებს ყველაზე უფრო, ბმა ჩვენს ფერთან ჰქონდა. რაც შეეხება სლოგანს, ვფიქრობთ, ის დღესაც კარგად გამოხატავს კომპანიის საქმიანობის არსს.

ვიზუალურ იდენტობაზე დიზაინერმა, გია ბოხუამ იმუშავა და თავის მხრივ, კომპანიის არსი და სლოგანი – „უწყვეტი კავშირი“ ვიზუალურად გამოხატა, ასევე, დაიხვეწა შრიფტიც.

თამარ გაჩეჩილაძე, მარკეტინგის დირექტორი: ლოგოს ცვლილება ერთ-ერთი კომპონენტია იმ საერთო ჯაჭვისა, რომელიც ასევე, მოიცავს  პროდუქტების, მომსახურების ოფისებისა და ციფრული არხების  განახლებას. „მაგთის“ მომსახურების განახლებული მოდელი უფრო მოქნილი, თანამედროვე, ახალ ტექნოლოგიებთან თავსებადი, ინტერაქტიული და მომხმარებელთან ახლო ურთიერთობაზე დამყარებული ხდება.

ეტაპობრივად, სიახლეები გვექნება. დღეს, „მაგთის“ ვებგვერდიც განახლდება – უფრო ინტერაქტიული გახდება, რომელზე ნავიგაციაც მარტივად იქნება შესაძლებელი.

მობილური აპლიკაცია MyMagti, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო სერვისის – მობილური ტელეფონის, ფიქსირებული ინტერნეტის, IP და სატელიტური ტელევიზიის – მარტივად მართვის საშუალებას იძლევა, სულ მალე, მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, თავად შექმნან სასურველი პროდუქტი, რომელსაც „მაგთი“ 2 კვირაში წარადგენს.

რაც შეეხება სიმღერას „მე მიყვარს მაგთი“ – ეს რებრენდინგის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ჩვენს ახალ, გათანამედროვებულ იმიჯს პასუხობს. აქ იგრძნობა ის ენერგია და მუხტი, რისი გადმოცემაც გვსურდა. პროექტის პროდიუსერი, სააგენტო „ნეოსტუდიოა“, ხოლო უშუალოდ, სიმღერის პროდიუსერი – სტეფანე.

„Yes Man“- ანუ რატომ არ უნდა ვთქვათ „არა“!

„უფლებების მენეჯერი“ ფოტოგრაფებისთვის – Facebook თქვენს საავტორო უფლებებს დაიცავს