წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, ტექნოლოგიური წინსვლისადმი მუდმივი სწრაფვა და მომხმარებელზე მორგებული სერვისები — სწორედ ამ ფასეულობებზე დგას „მაგთიკომი”, კომპანია, რომელმაც საკმაოდ დიდი ხნის წინ ერთ-ერთმა პირველმა გვაზიარა მობილურ კავშირგაბმულობას.
დღეს უკვე 3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რომლებისთვისაც მაგთიკომი ასოცირდება ხარისხთან, უწყვეტობასთან და საიმედოობასთან. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ხშირად გაგვიგია წინადადება „მაგთი იჭერს”. სწორედ ამით მოიპოვა ნდობა ბრენდმა.
თავის მხრივ, მაგთიკომი ცდილობს, არ შეაჩეროს სიახლეებისადმი სწრაფვა და უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც მომხმარებელს უახლესი, მეხუთე თაობის (5G) ქსელი შესთავაზა, რომელიც აგებულია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მობილური ინტერნეტის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. აგრეთვე, მაგთიკომმა იფიქრა იმ ადამიანებზეც, რომელთათვის 4G კავშირიც აუცილებელია, ამიტომ მნიშვნელოვნად განაახლა ამ ქსელის ინფრასტრუქტურაც.
„4G ქსელის გაძლიერება შეუძლებელი იყო დამატებითი სიხშირული რესურსის შესაბამისი ლიცენზიის შეძენის გარეშე. ეს პროცესი კი დიდი ხნის განმავლობაში შეფერხებული იყო, მაგთიკომისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. თუმცა ახლა უკვე მოხდა მასშტაბური განახლება, რის ხარჯზეც კიდევ უფრო გააუმჯობესდა 4G-ს ხარისხი.
დაგროვილი გამოცდილება და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ კომპანიას საშუალებას აძლევს, სწრაფად მოახდინოს რეაგირება მსოფლიო ტენდენციებზე. წლების განმავლობაში მან მოიცვა მობილური განვითარების ყველა საფეხური 2G-დან 5G-მდე; დანერგა VOLTE – ხმა HD ხარისხში, განავითარა ციფრული არხები, მათ შორის, აპლიკაცია MyMagti, რომლის დახვეწაზეც მუდმივად ვმუშაობთ.
5G ტექნოლოგიის დანერგვიდან ნახევარი წლის შემდეგ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გადადგმულმა ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინტერნეტის მოხმარების გამოცდილება. გაიზარდა მომხმარებლის კმაყოფილების დონე – კომპანიაში მუდმივად ხდება მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის მონიტორინგი, რომელიც 6 თვის განმავლობაში რამდენჯერმე არის გაზრდილი. მომხმარებლების შეფასებებით, 5G-იმ მნიშვნელოვნად გაამარტივა მათი პროფესიული თუ ყოველდღიური ცხოვრება”, – გვიყვება თამარ გაჩეჩილაძე, მარკეტინგის ხელმძღვანელი.
მაინც რა უპირატესობები აქვს 5G-ს? ამ კითხვაზე ქვემოთ, რამდენიმე პუნქტად გიპასუხებთ:
გაზრდილი სიჩქარე:
მობილური ინტერნეტის სიჩქარე 5G ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ, 4G-სთან შედარებით,10-ჯერ გაიზარდა. 5G ინტერნეტის პიკური სიჩქარე მაგთიკომის აბონენტებისთვის 2000 მბ/წმ-მდეა გაზრდილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მაგთის 5G ქსელით 10 წამში გაცილებით მეტი მოცულობის ფაილის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ, მათ შორის, ფოტო და ვიდეოების, ვიდრე – 3G ან 4G ქსელით სარგებლობისას. მნიშვნელოვნად გაზრდილია ატვირთვის სიჩქარეც, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ კომუნიკაციას რეალურ დროში, მაგალითად, Live სტრიმინგებისა და ონლაინ ვიდეოკონფერენციების დროს, სადაც მინიმალური დაყოვნება და სტაბილური კავშირი კრიტიკულია.
ყველაზე ფართო დაფარვის არეალი:
მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელ საქართველოში, ეტაპობრივად ხდება ქსელის გაფართოება და 5G ტექნოლოგიის დანერგვა. გაუმჯობესებული 4G ქსელით კი საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ია დაფარული. ეს გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ ბოლო თაობის კავშირით ყველგან.
უზარმაზარი ტევადობა
ის 1 მილიონამდე მოწყობილობის ერთდროული მომსახურების შესაძლებლობას იძლევა 1 კმ2-ზე. მაგალითად, თუკი ხართ ფეხბურთის მატჩზე ან ნებისმიერ ხალხმარავალ ღონისძიებაზე, შეგიძლიათ, შეუფერხებლად გამოიყენოთ მაგთის ინტერნეტი და გააზიაროთ სოციალურ ქსელში თქვენი პოსტები და ლაივები.
„5G ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მაღალი ხარისხის სტრიმინგით რეალურ დროში. ხალხმრავალ მუსიკალურ ფესტივალებზე თუ მატჩზე მისულ მომხმარებელს ხვდება ძლიერი, უწყვეტი კავშირი, რაც მათ საშუალებას აძლევს, რეალურ დროში გააზიარონ ფოტო თუ ვიდეო მასალა, ეკონტაქტონ მეგობრებს, პირდაპირ ეთერში გაუშვან საყვარელი შემსრულებლის კონცერტი თუ მატჩის დროს გატანილი გოლი, თან ეს ყველაფერი შეფერხების გარეშე. გარდა ამისა, მისი სიჩქარე და დაბალი დაყოვნება, შეიძლება ითქვას, სამოთხეა გეიმერებისა და ვირტუალური რეალობის (VR) მოყვარულთათვის. გეიმერებს ახლა უკვე შეუძლიათ ბევრად უფრო რთული, გრაფიკით დატვირთული თამაშების სტრიმინგი და VR გარემოში მეტი რეალიზმითა და ინტერაქციულობით ჩართვა”, – გვიხსნის თამარ გაჩეჩილაძე.
გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ყველაფერი, რასაც ზემოთ კითხულობთ, სხვადასხვა მონაცემითაც დასტურდება. Ookla-ს Speedtest-ის მონაცემებით (Speedtest Global Index), მობილური ინტერნეტის სიჩქარით 2024 წლის ოქტომბრამდე საქართველო 70-ე ადგილს იკავებდა. ამჟამად კი, მაგთის 5G ქსელის გაშვების შედეგ, ქვეყანა მნიშვნელოვნად დაწინაურდა და ოცეულში შედის, რითაც, ინტერნეტის ხარისხით, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სიაში მოხვდა, ხოლო რეგიონში პირველია.
მაგთიკომი არა მხოლოდ ბოლო ნახევარ წელიწადს, არამედ თავისი არსებობის სრულ გზას აჯამებს და გვეუბნება, რომ მუდმივი განვითარება მისი პრიორიტეტია. ამაში ბრენდს ეხმარება მომხმარებლის მუდმივი კვლევა და მისი საჭიროებების ანალიზი, რაც შემდგომ სიახლეების დანერგვაში ეხმარება.
„ახალი პროდუქტი „ყველაფერი ულიმიტო“ სწორედ მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების კვლევის ბაზისზე შეიქმნა – ყველაზე კომფორტული შეთავაზება, რომელიც ულიმიტო ინტერნეტს, წუთებსა და SMS-ებს აერთიანებს ერთ პაკეტში, ყველა მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი და შეთავაზების სასურველი ვადით (1, 3, 7 და 30 დღით) არჩევის შესაძლებლობას იძლევა;
იმისთვის, რომ 5G ინტერნეტის გამოცდილების მიღება ყველასთვის იყოს შესაძლებელი, ფლაგმან მობილურის მწარმოებელ ბრენდებთან ერთად მომხმარებელს პერიოდულად ვთავაზობთ სხვადასხვა აქციას 5G ტელეფონებზე, რაც მას გაუმარტივებს ახალი მობილურის შეძენას;
მაგთიკომი, ტრადიციულად, ყველაზე ვრცელი დაფარვით გამოირჩევა – მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელ საქართველოში, ხოლო გაუმჯობესებული 4G ქსელით დაფარულია საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 99%.
ეს და სხვა სიახლეები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მაგთიკომის მთავარ პრინციპს – შესთავაზოს მომხმარებელს ინოვაციური, უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები”, – გვიზიარებს თამარ გაჩეჩილაძე.
[R]