in

გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი! – „მაგთიკომის” სიურპრიზი მომხმარებელს

ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა თუ ყოფითი ცხოვრების ნაწილია. შესაბამისად, იმაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს, როდესაც პროვაიდერი კომპანია უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ვიდრე მანამდე გვქონდა. თუმცა, როგორც წესი, პირობების გაუმჯობესება გარკვეული თანხის სანაცვლოდ ხდება ხოლმე და მომხმარებელს მეტის გაღება უწევს, თუ მეტის მიღება სურს. 

ამ შემთხვევაში, ეს „სტანდარტი” მაგთიკომმა დაარღვია და თავის მომხმარებელს 2024 წლის ზაფხულს სასიამოვნო სიახლე შესთავაზა – ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს 15 ივლისიდან ავტომატურად გაეზარდათ ფიქსირებულ ინტერნეტის სიჩქარე. თანაც ისე, რომ ამაში არავითარი დამატებითი გადასახადი არ ეკისრებათ.

თუკი აქამდე მაგთიკომის 30 მბ/წმ-იანი პაკეტით სარგებლობდით, ის 50 მბ/წმ-მდე გაიზრდება, ხოლო თუ 50 მბ/წმ-იანი პაკეტი გქონდათ, მისი მუშაობა 80 მბ/წმ-მდე აჩქარდება.

გარდა ამისა, 1-ელი ივლისიდან შემცირდა 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტპაკეტის ღირებულება და 100 ლარის ნაცვლად ის უკვე 80 ლარად არის ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები ნახევარ მილიონზე მეტ ოჯახს შეეხება. მაგთიკომი კი თავის მომხმარებელს გაცილებით მეტ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება მომავალში.

[R]

USAID-ის მხარდაჭერით, SKILLWILL აგრძელებს სტუდენტების დასაქმებაზე და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვას

კრისტალ ჯგუფის ახალი პროექტი — „პარკ ჰოტელი“