in

„25 წელი თქვენთან ერთად“ – მაგთიკომი საიუბილეო ღონისძიებებს მართავს

წელს მაგთიკომს ოპერირების 25 წელი შეუსრულდა და იუბილეს სახელოვნებო პროექტებით აღნიშნავს.

20-21 სექტემბერი

მაგთიკომი თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ერთად  იუბილეს აღნიშნავს ეროვნული პროექტით „ქართული კინომუსიკის შედევრები”. ქართული მუსიკისა და კინოს ისტორიის გასაცოცხლებლად, უნიკალური საარქივო მასალების გამოყენებით, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ქართველი ავტორების შემოქმედებას ახლებური ვერსიით წარმოადგენს. 

„მოხარული ვართ, რომ ეს ეროვნული პროექტი მაგთიკომის მხარდაჭერით შედგება“ – აცხადებენ მაგთიკომში.

22 სექტემბერი

 მაგთიკომის ოპერირების 25 წელთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს ჯგუფურ გამოფენას „მუდმივი კავშირი ხელოვნებასთან.” ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 9 ქართველი ავტორის ნამუშევრები მუზეუმის ფონდის კოლექციიდან. საიუბილეო გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები: ლევან ცუცქირიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, ირაკლი ფარჯიანი, ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე, კოკი მახარაძე,დიმიტრი ერისთავი, შალვა მატუაშვილი, გოგი ჩაგელიშვილი.

მაგთიკომს არსებობის განმავლობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში. აღსანიშნავია მაგთის მიერ გამოცემული კატალოგები სხვადასხვა ქართველი მხატვრის შემოქმედების შესახებ, რაც ქართული ხელოვნების და ხელოვანების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

ფონდში დაცული ტილოების და გამოცემების ერთობლივი რეპრეზენტაცია ხაზს უსვამს მაგთიკომისა და ხელოვნების მუდმივ კავშირს, წლების განმავლობაში გაკეთებულ ქართულ საქმეს.

მაგთის საიუბილეო კონცერტი ქართული კინომუსიკის საღამო

თბილისის საკონცერტო დარბაზი,

მისამართი: მელიქიშვილის 1

დრო: 20 -21 სექტემბერი, 21:00 საათი

გამოფენა „მუდმივი კავშირი ხელოვნებასთან“

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

მისამართი: რუსთაველის #7

დრო: 22 სექტემბერი, 17:00 საათი

Visa და ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“, გლობალური კამპანიის – She’s Next, Empowered by Visa ფარგლებში ბიზნეს კონკურსს აცხადებენ

Apple iOS 16-ზე რეკლამებს ამატებს, თანაც, გამორთვის ფუნქციის გარეშე!