15
ივლ
2017

მაგთისა და FOX-ის საჩუქარი “სამეფო კარის თამაშების” (Game of Thrones) ათასობით ფანს!

15 ივლ 2017

17 ივლისიდან, ყოველ ორშაბათს, მაგთის IP ტელევიზიასა და მაგთისატზე, “სამეფო კარის თამაშების” ახალი და ყველაზე ცივი სეზონი იწყება! მე-7 სეზონის ნახვა მაყურებელს, ტრადიციულად, მაგთიკომის ორივე ტიპის ტელევიზიით  FOX-ის არხზე შეეძლება.

BOG PLUS

მანამდე კი, სერიალის ერთგულ მაყურებელს სიურპრიზი ელის: მაგთიკომისა და FOX-ის ორგანიზებით, ახალი სეზონის პირველი სერიის დახურული ჩვენება დიდ ეკრანზე!

გინდა, მოხვდე დახურულ ჩვენებაზე? 16 ივლისს, კვირას, 12 საათზე მაგთიკომის Facebook გვერდზე ფარდა აეხდება იმ საიდუმლო ლოკაციას, სადაც შეძლებ ბილეთების მოპოვებას. გახურდი ბრძოლაში და მოიპოვე დახურულ ჩვენებაზე დასწრების უფლება. არ დაგავიწყდეს #Winterishere …

მაგთიკომის შესახებ:

მაგთიკომი საქართველოში პირველი და ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სრულ საკომუნიკაციო სერვისს სთავაზობს – ინტერნეტს, ტელევიზიას, მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიას.

მაგთიკომი მუდმივად აახლებს სატელევიზიო კონტენტს და ამ დროისთვის მომხმარებელს 250-მდე მაღალრეიტინგულ და სხვადასხვა შინაარსით გამორჩეულ არხს სთავაზობს. კომპანიისთვის პრიორიტეტულია, თავის მაყურებელს შესთავაზოს მაღალხარისხიანი, მსოფლიოში პოპულარული არხები. სწორედ ასეთი მაღალრეიტინგული არხია FOX-ი, რომელიც საინტერესო და მრავალფეროვან კონტენტს მოიცავს. არხთან თანამშრომლობით მაგთიკომი კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს.

განხილვა