in

“ფირუზ თეფშს არ გამაიცვლი”? – მაგთისატის რეკლამა

„მაგთისატის“ საიმიჯო რგოლებიდან რიგით მესამე რეკლამამ   ყურადღება გამოჩენისთანავე მიიპყრო.  მაყურებლების ნაწილი თვლის,  რომ კონცეფციაც და  სცენარიც ზუსტადაა შერჩეული. მათი აზრით, რგოლი კარგად  „მუშაობს“, ნაწილი პირიქით მიიჩნევს.

BOG

შეგახსენებთ,  „მაგთიკომის“თანამგზავრული  ტელემაუწყებელი  „მაგთისატი“ , რომელიც ერთი წელია ბაზარზეა და ეს უკვე მესამე საიმიჯო რგოლია.

კომპანია „მაგთიკომის“ პიარისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ნინო სურგულაძე ამბობს, რომ ეს რგოლიც მისი წინამორბედების მსგავსად,  ბრენდის  პრომოუშენისთვის გაკეთდა. მთავარი მიზანი კი საზოგადოებაში „მაგთისატის“ მიმართ ცნობადობის ამაღლება და  ინტერესის  გაზრდა, ასევე ბრენდის პრიორიტეტების წარმოჩენა იყო.

„რეგიონებში, სადაც   საკაბელო ტელევიზიით არ არიან განებივრებული და არც ყველა ქართული არხის მიღება შეუძლიათ, განსაკუთრებით აქტუალურია თანამგზავრული ტელევიზია. ამიტომ არის აქცენტი ვიდეო რგოლში რეგიონზე, კონკრეტულად კახეთზე, სადაც “მაგთისატის” შესახებ ინფორმაცია გადმოცემულია მარტივად, ადვილად აღქმას  უწყობს ხელს და თან ახლავს იუმორი, რაც ასევე მნიშვნელოვანია“- ამბობს ნინო სურგულაძე.

რგოლი კომპანია „ნეო სტუდიამ“ გადაიღო,  რეჟისორი  გიორგი ებრალიძეა. იდეაც და კონცეფციაც „მაგთიკომისა“ და მათი ერთობლივი მუშაობის შედეგია.

კომპანიის დირექტორი ელენე ბუხნიაშვილის თქმით, მთავარი ამოსავალი  სატელიტური თეფშის კონცეფცია იყო და შემდეგ გაჩნდა  სიტყვებით თამაშის იდეაც. თვლის, რომ რგოლმა  გაამართლა.

„ვთვლი, რომ კარგად მუშაობს ეს რეკლამა. აქ არის ის რაც, დიდი ხანია აკლია ქართულ სარეკლამო სივრცეს- იუმორი. არ ვიცი კონკრეტული სტატისტიკა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით  გაყიდვები გაიზარდა“.-ამბობს ელენე ბუხნიაშვილი.

რამდენმა ადამიანმა „შეიცვალა თეფში“, ზუსტი მონაცემები უცნობია. ნინო სურგულაძის თქმით, კლიპის გასვლის შემდეგ რეგისტრაციების რაოდენობა და პროცენტული მატება კლიპის შიდა ინფორმაციაა და კომპანია  კონკრეტულ ციფრებზე  საჯაროდ არ საუბრობს.

„ზოგადად,ვიდეო რგოლის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა მასზე მოთხოვნა. ხალხი ხშირად იყენებს რგოლის ფრაზას, გზავნილს „თეფშს არ გამაიცვლი“, ახსენებს პერსონაჟის სახელს, ყველაფერი ეს კი ადასტურებს რომ დაამახსოვრდათ, მოსწონთ და ეფექტურია“- ამბობს ნინო სურგულაძე.

რაც შეეხება საზოგადეობის მხრიდან არაერთგვაროვან შეფასებას,  კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ეს ლოგიკურია , თუმცა მათი თქმით,  მომხმარებლების უმრავლესობას რგოლი მოეწონა.

Google-ს თვალით დანახული სტაჟიორი

გიორგი ჩუბინიშვილი–m|group-ის ხელმძღვანელი