მაგთისატმა ზაფხულში , სვანეთის სოფელ უშგულში ციფრული პროექტის „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახს“ განახორციელა. პროექტის მნიშვნელობის შესახებ მარკეტერი მაგთიკომის მარკეტინგის დირექტორს, ირაკლი ლობჟანიძეს ესაუბრა.
M: პირველ რიგში გვიამბეთ მაგთისატის შესახებ
მაგთისატი პირველი თანამგზავრული ტელემაუწყებელია საქართველოსა და კავკასიაში.
მაგთისატი საქართველოს ნებისმიერ წერტილში, იქაც კი, სადაც ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალება არ არსებობს, უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხს, მრავალი ქართული და უცხოური ტელეარხის შეუფერხებლად მიწოდებას.
მაგთისატს გამოარჩევს ისეთი უპირატესეობები, როგორიცაა:
v დაფარვა – საქართველოს ტერიტორიის 100% – მაგთისატი ვრცელდება ქვეყნის ყველაზე შორეულ, მიუვალ ადგილებშიც კი, სადაც კომუნიკაციის სხვა ალტერნატივა არ არის.
v ხარისხი – მკვეთრი, უხარვეზო გამოსახულება და სტაბილური, შეუფერხებელი მაუწყებლობა.
v პორტაბელურობა – შესაძლებელია თეფშის და მიმღების გადატანა ქალაქიდან აგარაკზე
პაკეტების ფართო არჩევანი – მომხმარებელს საშუალება აქვს, მისი გემოვნების და ინტერესების გათვალისწინებით, აირჩიოს პაკეტი ფასისა და არხების რაოდენობის მიხედვით.
მაგთისატი არ შემოიფარგლა მხოლოდ არხების ტრანზიტით და საკუთარი წარმოების 3 კინოარხი შესთავაზა მაყურებელს. პაკეტი „მაგთი+“, აქ მაყურებელს შეუძლია იხილოს კინოჰიტები, ყველაზე პოპულარული, მაღალშემოსავლიანი, „ოსკარის“, „ოქროს გლობუსისა“ და სხვა პრესტიჟული კინოფესტივალების ნომინანტი და პრიზიორი ფილმები. გარდა ამისა, გადაიცემა ქართული მხატვრული და დოკუმენტური კინოც. და რაც მთავარია, ფილმების ნახვა შესაძლებელია სარეკლამო ჭრის გარეშე.
M: გვიამბეთ პროექტის ” მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა სოფელს” შესახებ , რატომ გადაწყვიტეთ ამგვარი პროექტის განხორციელება ?
მაგთიკომის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიერ არაერთგზის განხორციელდა განათლების, დასაქმების, ხელოვნების და კულტურის მხარდამჭერი სოციალური პროექტები.
გარდა ამისა, კომპანია ნებისმიერი ბიზნესგადაწყვეტილების მიღებისას ან ოპერაციის განხორციელებისას, ცდილობს გაითვალისწინოს სოციალური და გარემოს დაცვითი საკითხები და შეეცადოს გააძლიეროს დადებითი შედეგები.
M: რატომ მაინც და მაინც უშგული ?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაგთისატი ტელემაუწყებლობას ისეთ ადგილებშიც კი უზრუნველყოფს, სადაც კომუნიკაციის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სწორედ ამ ნიშნით უშგული ერთგვარი გამოწვევა იყო ჩვენთვის, რადგან ის ყველაზე მაღალმთიანი სოფელია ევროპაში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, და მოსახლეობის უმეტესობა ტელეკომუნიკაციის გარეშე იყო დარჩენილი. მაღალმთიანი ლოკაციის გარდა, სოციალური ფონიც მძიმეა სოფელში და მათ არც ტელემაუწყებლობის მომსახურების გადასახადის გადახდა უადვილდებათ.
მაგთისატის და ასტრას ერთობლივი პროეტქის ფარგლებში , უშგულის ყველა ოჯახს უფასოდ გადაეცა მაგთისატის აპარატურა და ასევე უფასოდ შეუძლიათ მიიღონ მაგთისატის „ქართულ პაკეტი“ განუსაზღვრელი დროით ანუ მუდმივად.
M: რა სირთულეები ახლდა თან პროექტის განხორციელებას ?
თანამგზავრული მაუწყებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გეოგრაფიული მდებარეობა მონტაჟის სირთულეზე გავლენას არ ახდენს. ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში მიმღები ანტენის მონტაჟს გარკვეული სირთულე ახლდა, თუმცა ეს არ იყო გამოწვეული იმით, რომ მონტაჟი უშგულში ხდებოდა. ასე რომ, სირთულეებს ადგილი არ ჰქონდა, ერთადერთი რაც სირთულედ შეიძლება ჩაითვალოს, იყო მესტია – უშგულის დამაკავშირებელი გზა.
M: გეგმავთ თუ არა მომავალში მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელებას ?
მაგთიკომი მომავალშიც გააგრძელებს სოციალური პროექტების განხორციელება.












