in

“სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია” საქართველოს სადაზღვევო საბროკერო ბაზრის ლიდერია

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა საკუთარ ვებგვერდზე პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში არსებული სადაზღვევო ბროკერების საქმიანობის შესახებ. 2019 წლის მონაცემებით ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია” , რომელიც დაზღვევის და გადაზღვევის სფეროში შუამავლობით მიღებული საკომისიოს ოდენობით ბაზრის 39%-ს ფლობს. ამასთანავე, სადაზღვევო კომპანიების მიერ  ბროკერების მეშვეობით მოზიდული ჯამური სადაზღვევო პრემიის 31%-ს, ხოლო გადაზღვევის პრემიის 61% სწორედ “მაი ჯორჯია”-ს ანგარიშზეა.

bog
bog-mob

აღსანიშნავია, რომ “სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია”  გასულ წლებშიც ლიდერობდა და საბროკერო საკომისიოს მოცულობით 2017 წელს ბაზრის 42%-ს, 2018 წელს კი 31%-ს ფლობდა (MAI Georgia – the leading insurance broker on the Georgian insurance intermediation market).

ჯამურად საქართველოში რეგისტრირებული 16 სადაზღვევო საბროკერო კომპანიის საერთო მაჩვენებელი ასეთია:  დაზღვევის პრემიები – 35.9 მილიონი ლარი, გადაზღვევის პრემიები – 18.4 მილიონი ლარი.

“სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია”-ს გუნდი

საერთაშორისო სადაზღვევო საბროკერო ჯგუფი MAI CEE 1991 წელს დაფუძნდა. მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო, დაემკვიდრებინა საერთაშორისო სტანდარტები და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრი შეეთავაზებინა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონისათვის. ამ წლების განმავლობაში MAI CEE-ს ქსელი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღეისთვის მას მსოფლიოს 26 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ეს პროცესი შეუქცევადია და აქტიურად გრძელდება.

„სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია” 2007 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ბაზარზე წარმოდგენილ სადაზღვევო ბროკერებს შორის მუშაობის ყველაზე დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო ბროკერებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების შემოღებასთან ერთად ბროკერების რაოდენობა შემცირდა. სხვადასხვა პერიოდში შექმნილი და ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ორმოცდაათამდე ბროკერიდან, დღეისათვის ბაზარზე 16 კომპანია მოღვაწეობს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ განახლებულ სტანდარტებს.

ჯამურად საქართველოში რეგისტრირებული 16 სადაზღვევო საბროკერო კომპანიის საერთო მაჩვენებელი ასეთია:  დაზღვევის პრემიები – 35.9 მილიონი ლარი, გადაზღვევის პრემიები – 18.4 მილიონი ლარი.

აქვე შეგახსენებთ, რომ მარკეტერმა 2019 წლის მაისში ინტერვიუ ჩაწერა კომპანია Circles Group-ის წარმომადგენელთან, გუენდოლინ გროლიგთან, რომელიც საქართველოში სწორედ „სადაზღვევო ბროკერ მაი ჯორჯიას“ მოწვევით ჩამოვიდა და დაინერგა ექსკლუზიური პროდუქტი, ხელოვნების ნიმუშების დაზღვევა, რომელსაც საქართველოში მხოლოდ “მაი ჯორჯია” უზრუნველყოფს.

 

[R]

“კვერცხზე გრავირება პეპელას ჰგავს, ხელს თუ ძალიან მოუჭერ, მოკვდება, თუ ნელა – გაგიფრინდება” – გიორგი შოვნაძე

საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა