World Marketing Summit (WMS) 2023-მდე სულ ცოტა დრო რჩება. მასშტაბური საერთაშორისო მარკეტინგული ღონისძიება 6-7 ნოემბერს გაიმართება და ციფრულ სივრცეში თავს მოუყრის 100-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე სპიკერს. ღონისძიების საპატიო სპიკერებს შორის გახლავთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
World Marketing Summit-ზე, ასევე, იქნებიან წარმოდგენილები ცნობილი სპიკერები, როგორებიცაა: დევიდ ააკერი, რომელსაც თანამედროვე ბრენდინგის მამად მოიხსენიებენ; მარშალ გოლდსმიტი – საერთაშორისო ქოუჩი; ვაშინგტონ ოლივეტო – საკულტო ფიგურა სარეკლამო ინდუსტრიაში და კანის ლომების ფესტივალის 50 ჯილდოს მფლობელი; იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის მინისტრი – კაცუნობო კატო; ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა; საუდის არაბეთის სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი – აბდულა აბულნასარი; თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ოზგულ იავუზი და სხვები.
Kolter Impact-ს ინიციატივით, ყველა ქართველ სტუდენტს, ღონისძიებაზე დასწრება უფასოდ შეეძლება.
ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი: http://tkt.ge/Wms
[პარტნიორის კონტენტი]