„კარიერის დასაწყისში ერთ-ერთ კომპანიაში მთავარ ინჟინერთან გავიარე გასაუბრება. მან მითხრა, რომ შესაძლებლობების მიუხედავად, ქალს სამშენებლო მოედანზე არ ამუშავებდა“, — იხსენებს მაია რატიანი.
იმედგაცრუება მოტივაციად აქცია: „შედეგად, დღეს ვმუშაობ კომპანიაში, სადაც გენდერულ სტერეოტიპებს ვამსხვრევთ“.
მაია „ელემენტ ჰოლდინგის“ პროექტების მენეჯერია. ოთხი განსხვავებული ქალის ისტორიით, კომპანია სექტორში ქალთა მიმართ არსებულ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს შეეხო.
ინტერვიუში ქალები სამშენებლო სფეროში თვითდამკვიდრების პროცესზე საუბრობენ, სტერეოტიპებს ამსხვრევენ, საკუთარი წარმატების მაგალითზე კი სხვებისთვის თანადგომისა და მოტივაციის მაგალითებს ქმნიან.
„ელემენტ ჰოლდინგი“ მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ გენდერული თანასწორობა ჯანსაღი ბიზნეს პროცესების აუცილებელი ელემენტია.
[R]