in

ნახეთ: წელს მაიამიში პირველი წყალქვეშა სკულპტურების პარკი გაიხსნება

მასზე არქიტექტურული ფირმა OMA მუშაობს

არქიტექტურული ფირმა OMA მაიამიში პირველი წყალქვეშა სკულტურების პარკს ქმნის, რომელიც თითქმის 12 კილომეტრის ფართოებზე იქნება გადაჭიმული. გარდა იმისა, რომ ეს პროექტი უამრავი ცნობილი ხელოვანის ინსტალაციას მოიცავს, ის ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ტურისტებისა თუ ადგილობრივების თავშესაქცევი.

BOG
BOG

ReefLine-ს გარკვეულწილად აღმდეგნითი დანიშნულება აქვს, რომელიც კლიმატის ცვლილებების შედეგებთან გამკლავებას გულისხმობს – როგორებიცაა ზღვის დონის აწევა და მარჯნის რიფების დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის მაიამის მომავალს.

“ReefLine უნიკალურია, რადგან ის კლიმატის ცვლილებების საშიშროებას ამსუბუქებს მიამიში და ამავდროულად ქალაქის სახელოვნებო სცენას ამდიდრებს” – ამბობს OMA-ს პარტნიორი შოჰეი შიგემატუ, რომელიც ერთიან დიზაინს ხელმძღვანელობს.

BlueLab Preservation Society-ის თავმჯდომარემ და კულტურულმა მეწარმემ ხიმენა კამინოსმა არქიტექტორებს ხელოვნებისა და გარემოს დიზაინის ჩარჩოს შემუშავება დაავალა. და რადგანაც პროექტს გარემოზე ამდენად დიდი ზემოქმედება აქვს, არტისტები საზღვაო ბიოლოგებთან, სპეციალიზირებულ მკვლევარებთან, ინჟინრებთან და სხვა პირებთან თანამშრომლებენ.

ამა წლის დეკემბრისთვის ჩვენ უკვე ვიხილავთ პროექტის პირველ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც არტისტი ლეონდრო ელრიხი თავის პოპულარულ “საცობს” გარდაქმნის. იგი მანქანებს, ნახშირბადის გამონაბოლქვის და ადამიანის უარყოფითი გავლენის სიმბოლოს წყალქვეშა გარემოს მოარგებს.

Facebook-ის მოდერატორებს მენტალური ჯანმრთელობისთვის სიმღერასა და ხატვას ურჩევენ

ნინო სურმავა “Anadolu Efes“-ის საერთაშორისო მარკეტინგის სუპერვაიზერი გახდა