in ,

Maika.ge – მაისური თქვენი გემოვნებით

Startauperi
Startauperi

“Maika.ge”-ს იდეა დაახლოებით, 10 წლის წინ გაჩნდა, როდესაც მეგობრები ვაკეთებდით ხოლმე “ივენთებს“, სტამბაში დამზადებული მაისურები გვეცვა. მაშინაც ბევრს უნდოდა მაისურის დამზადება თავისი გემოვნებით…. იდეის განხორციელება 17 წლის ასაკში საკმაოდ რთული იყო, მაგრამ შეიქმნა “Maika.ge“- ამბობს კომპანიის დირექტორი დავით ხუნდაძე.

maika.ge

M: პოპულარული როგორ გახდა?

პოპულარიზაცია გამოიწვია, პირველ რიგში, ბაზარზე სიახლემ. გაჩნდა ვებ-გვერდი, საიდანაც ადამიანს შეუძლია შეუკვეთოს სასურველი მაისური და იმავე დღეს მიიღოს სასურველ მისამართზე. ასევე, დიდი როლი ითამაშა რეკლამამ ინტერნეტ სივრცეში. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის ჩვენს შესახებ. ვთანამშრომლობთ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე უამრავ კერძო კომპანიასთან (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კაფე-ბარების უმეტესი ნაწილი, ბაღები, სკოლები და ა.შ)

M: ბიზნესი მომგებიანია?

მიუხედავად იმისა, რომ არის სეზონური, შეიძლება ითქვას, მომგებიანია. არასეზონზეც დიდი მოთხოვნა არსებობს, როგორც სასაჩუქრედ, ასევე კორპორატიული თვალსაზრისით.

M: რა ღირს Maika.ge-ს მაისური და ძირითადად, რა ტიპის მაისურებზეა მოთხოვნა?

ერთი მაისურის ფასი შეადგენს 25 ლარს, ხარისხიანი, სასურველი დიზაინით და ადგილზე მიტანით. 100 ცალის რაოდენობაზე შეიძლება ღირებულება იყოს 6 ლარიც, მაისურის ჩათვლით, დიზაინის მიხედვით.

მოსწონთ ყველანაირი: საყვარელი ჯგუფის, გუნდის, მომღერლის, მსახიობის და ა.შ., სახალისო წარწერები, დაბადების დღის მისალოცი, საქორწილო, საახალწლო, სხვადასხვა დიზაინერების კოლექციის მაისურები და მრავალი სხვა.

1977133_842877379062016_1971261856_n

M: მხოლოდ მაისურებზე აკეთებთ ნახატებს, თუ სხვა ნივთების „გაკეთებაც“ არის შესაძლებელი?

აქცენტი ძირითადად მაისურებზეა, რადგან ეს არის maika.ge. ისე ვამზადებთ ჭიქებს, ჩანთებს, კეპებს, თუ უნდათ დიდი რაოდენობით.

M: რა წინააღმდეგობები იყო, როცა ამ ბიზნესს იწყებდით და ახლა თუ არის შეცვლილი სიტუაცია?

წინააღმდეგობა პირველ რიგში იყო გამოუცდელობა, სიახლე იყო ხალხისთვის და ასევე ჩვენთვის. დროთა განმავლობაში, სერვისი მოვარგეთ ხალხის გემოვნებას და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. რაც მთავარია, კლიენტთა უმრავლესობა კმაყოფილია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ სერვისი. სიტუაციის გამოსწორებას რაც შეეხება, ისევ ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რაც წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. სხვა გარე ხელისშემშლელი გარემოება არ გვქონია, რადგან ქვეყანაში, ასე თუ ისე, უკვე დალაგებული სიტუაცია იყო.

M:  რამდენად დიდია კონკურენცია ამ სფეროში? თქვენი უპირატესობა …

კონკურენცია საკმაოდ დიდია. კონკურენტებთან შედარებით მიგვაჩნია, რომ გვაქვს: სწრაფი სერვისი, ხარისხი, ადგილზე მიტანა, ფასები, მაისურების ადგილზე დამზადება 15 წუთში, რეგიონების მომსახურებაც, კლიენტთან ურთიერთობა.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ამ ეტაპზე უკვე ვართ მაისურების და საბეჭდი მასალის შემომტანები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ვაპირებთ უახლეს ტექნოლოგიაზე გადასვლას, ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესებას. უკვე ვართ უამრავი ღონისძიების პარტნიორები და კიდევ უფრო ბევრ კომპანიასთან ვითანამშრომლებთ სამომავლოდ. არ ვაქცევთ ყურადღებას პოლიტიკურ ვითარებას, რადგან ნებისმიერი მთავრობის შემთხვევაში ჩვენი საქმე იქნება მაისურების დამზადება.

ბრაზილიის მოხატული სახურავები, უნილივერის ახალი ნაყინის რეკლამისათვის

10 ივლისს „პიარშიკები“ – „ილიაუნის“ თეატრის სცენაზე