8
Jul
2013

8 მეთოდი, როგორ გახდეს თქვენი მეილ მარკეტინგი უკეთესი

8 Jul 2013

1. სინქრონიზაცია –  ყველა წყაროდან მომხმარებლების ერთ ბაზაში სინქრონიზაცია. ეს ყველაფერი გაგიმარტივებთ ბაზის განახლებას და მონაცემების ხელმისაწვდომობას.

2.  მობილურ ტელეფონებზე და სმარტფონებზე ოპტიმიზაცია – თქვენი ინფორმაციის აღქმა ნებისმიერ მოწყობილობას უნდა შეეძლოს.

3.  მომხმარებლის კატეგორიებად დაყოფა – ხელს შეგიწყოფთ ზუსტად იცოდეთ რა სახის ინფრმაცია ვის მიაწოდოთ.

4.  სოც. ქსელებთან ინტეგრაცია – ჩართეთ თქვენს საიტზე სიახლეების გამოწერის ღილაკი, შეაგროვეთ ინფორმაცია მომხმარებლებზე.

5. სიის განვითარება – აკონტროლეთ ყოველი “click”,  რის შემდეგაც მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხის მიახლოებით სურათს მიიღებთ.

6. კონტენტის შემუშავება – არ არის საკმარისი მხოლოდ  ინფორმაციის მნიშვნელობაზე დაეყრდნოთ, მისმა ვიზუალურმა მხარემ ყურადღება უნდა მიიქციოს.

7. inbox და არა spam – მომხმარებელთან მისული წერილების დიდი რაოდენობა spam-ში იყრის თავს. კარგად შეამოწმეთ თქვენს წერილსაც იგივე ხომ არ ემუქრება.

8. დაკვირვება – თვალყური ადევნეთ მომხმარებელთან მიმოწერას,  თქვენი წერილების მიმართ დამოკიდებულებას.

 

განხილვა