in

Mailchimp-ის AI ხელსაწყოს ელ.ფოსტების დაწერა შეუძლია

მარკეტინგში ელ.ფოსტების შედგენას დრო და ფული სჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესის მფლობელები თავად ზრუნავენ კონტენტზე თუ ამას სხვა კომპანიას ავალებენ. Mailchimp-ში კი ახლა მათ მესამე ვარიანტიც აქვთ — ნება დართონ AI-ს, გააგზავნოს ნებისმიერი მარკეტინგული წერილი.

Email Content Generator-ის ბეტა ვერსია უკვე ჩაუშვეს, რომელიც, რაღა თქმა უნდა, OpenAI-ის GPT ტექნოლოგიას იყენებს. ასე ადგენს ქოფის, რომელსაც მომხმარებლები ჩვეულებრივ ელ.ფოსტის ტექსტად გამოიყენებენ. აქაც ჯერ ბეტა ვერსია იმიტომ ჩაუშვეს, რომ როგორც ჩეტბოტების შემთხვევაში ხდება, გამოსცადონ, რა რეაქცია ექნება ამაზე მომხმარებლებს. თანაც, AI სისტემები ზოგჯერ შეცდომების დაშვებითაც არის ცნობილი, თუმცა Mailchimp-ში ამას მეტად ოპტიმისტურად უყურებენ და თვლიან, რომ ელ.ფოსტების მომავალი მათ ხელთაა. 

კონტენტის გენერატორი მომხმარებლებს ტექსტებს ინდუსტრიაზე, ელ.ფოსტების მარკეტინგის მიზანზე და ადრე არსებულ მარკეტინგულ მასალებზე დაყრდნობით სთავაზობს. დეტალური რაღაცებიც კი შეუძლიათ სთხოვონ ხელოვნურ ინტელექტს — დაწერე წერილი ჩვენი პროდუქტის გაშვების შესახებ და შესთავაზე 15%-იანი ფასდაკლება მხოლოდ დღეს, ამას ემატება სასურველი ემოციური ტონი, იქნება ეს სიყვარული, მწუხარება თუ გადაუდებლობის შეგრძნება… 

ხოლო, თუ მომხმარებლებს AI-ის მიერ შედგენილი წერილი არ მოეწონებათ, შეუძლიათ, ხელახლა დაწერა მოსთხოვონ ან თავადვე ჩაასწორონ იგი. თუმცა გვპირდებიან, რომ სისტემა საკმაოდ გამართული იქნება, რითაც მომხმარებლების დროსაც დაზოგავს და არა, პირიქით. მეტიც, შეუძლია წერილები კონკრეტული ინდივიდების საჭიროებებს მოარგოს. 

არასდროს შევხვედრილვარ მარკეტერს, რომელსაც კონტენტის 100 განსხვავებული ვარიანტის წერა სიამოვნებს. იმედი მაქვს, დროის დაზოგვა ჩვენს მარკეტერებს საშუალებას მისცემს, მეტად კრეატიული სტრატეგიები შემოგვთავაზონ, — აცხადებს ჯონ ფასოლი, Mailchimp-იდან. 

იმისათვის, რომ ციფრული გამოცდილება უკეთესი გახადონ, კომპანია ჯერ კიდევ 2019 წლიდან ფლობს სტარტაპ SAWA-ს, 2020 წლიდან კი ხელოვნური ინტელექტის მარკეტინგულ პლატფორმა Inspector 6-ს. უკვე AI ხელსაწყოებიც კი ჩაუშვეს, რომლებიც ელ.ფოსტების შედგენაში დაგვეხმარება. დიახ, ამ ტექნოლოგიებით Mailchimp მიზნად ისახავს, გენერაციული AI მარკეტერებისთვის მეტად პრაქტიკული და ეფექტური გახადოს, იმ კატეგორიისთვისაც კი, რომლებიც ჩეტბოტებს ეჭვის თვალით უყურებენ…

ყავის ჭიქა, რომელიც გადამუშავების პროცესს ამარტივებს

„როგორ გვაძინებს მგზავრობა“ — ახალი კამპანია მანქანის მართვის უსაფრთხოებაზე