in

„მოთმინება სათნოებაა” – Mailchimp-ის წარმატების მთავარი საიდუმლო

როგორც თომას ედისონი ამბობდა, ცხოვრების ბევრი წარუმატებლობა იმითაა განპირობებული, რომ ადამიანებმა ვერ გააცნობიერეს რამდენად ახლოს იყვნენ წარმატებასთან და დანებდნენ. 

istoriebi
istoriebi

ბიზნეს სფეროში მოთმინების შენარჩუნება რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ შემთხვევებს, თუ როგორ გახდა ზოგიერთი ბიზნესი თავბრუდამხვევად წარმატებული 1 კვირაში, ან ზოგიერთი 1 ღამეშიც კი. ამის მიუხედავად, შრომითა და მოთმინებით, ბევრ ცნობილ ბრენდს მიუღწევია წარმატებისთვის. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ Mailchimp-ის ისტორია წაიკითხოთ.

რა არის Mailchimp

შეიძლება გსმენიათ Mailchimp-ის შესახებ. ეს არის მარკეტინგული პლატფორმა, რომელიც გათვლილია მცირე ბიზნესზე. ის საშუალებას გაძლევთ, ლამაზი და კრეატიულად შექმნილი ელ.წერილები გაუგზავნოთ თქვენს კლიენტებს. ასევე ნახოთ, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ელ.ფოსტის კამპანიები. მილიონობით ადამიანი და ბიზნესი იყენებს Mailchimp-ს და  1 მილიარდზე მეტი ელ.წერილი იგზავნება დღეში. 

რამდენი დრო დასჭირდა Mailchimp-ს, რომ გამხდარიყო წარმატებული ცნობილი ბიზნესი? არც მეტი, არც ნაკლები, 17 წელი. ეს იყო აღმავლობისა და ვარდნის 17 წელიწადი, რომელიც სწავლასა და მოთმინებას ეფუძნებოდა. 

კომპანიის დაარსება

კომპანია 2001 წელს, ბენ ჩესტნატისა და დენ კარზიუსის მიერ დაფუძნდა. ორივენი ვებდიზაინერები იყვნენ და დიზაინის საკონსულტაციო ბიზნესში მუშაობდნენ. ჩესტნატი მეწარმეების ოჯახში გაიზარდა და მანამდეც ფლობდა მცირე ბიზნესს. მან გადაწყვიტა დაეარსებინა კომპანია, რომელიც ეხმარება მცირე ბიზნესის მფლობელებს სწორი ელ.ფოსტის შემუშავებაში.

მას კლიენტებისთვის ელ.ფოსტის მარკეტინგის არხის შექმნა სურდა, რადგან მომხმარებლისგან მსგავსი მოთხოვნა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში იყო. ბენმა იდეა დენს გაუზიარა, მათ აიღეს საიტის დომენი და ერთად დააარსეს Mailchimp.

რთული მოგზაურობა

ეს მოგზაურობა არ იყო ადვილი. ახალბედა ბიზნესს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, რომელთაგან ზოგიერთი იმ დროს დაუმარცხებელი ჩანდა. შეუპოვრობა და მოთმინება ის თვისებებია, რამაც კომპანია გახადა ის, რაც დღეს არის. 

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უფრო დიდი და ძლიერი კომპანიების მიერ მათი გადაყლაპვის საფრთხე იყო. Mailchimp-ს არ ჰქონდა დიდი კაპიტალი და ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, Constant Contact, საფრთხეს უქმნიდა Mailchimp-ს. 

თუმცა ბენი და დენი დარჩნენ ბაზარზე და გააგრძელეს ზრდა. კომპანიების წინააღმდეგ მათი საიდუმლო იარაღი მცირე ბიზნესის საჭიროებების შესახებ ფართო ცოდნა იყო. ეს ეხმარებოდათ მათ მძლავრი კომპანიების თავიდან აცილებასა და მცირე ბიზნესის მოსაზიდად Mailchimp-ში.

გამოწვევებთან გამკლავება

მათი კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა იყო შიში იმისა, რომ ელ.წერილები შეიძლებოდა მოძველებულიყო. იმის გათვალისწინებით, რომ მათი კომპანია შეიქმნა ელ.ფოსტის მუდმივი გამოყენებისთვის, ეს იყო ლეგიტიმური შიში. 

თუმცა გუნდმა ეს პრობლემაც გადაჭრა. მათ თავიანთი სერვისები სხვა მარკეტინგულ არხებზე გაიტანეს, როგორიცაა სოციალური მედია. მათ იპოვეს გზა ბიზნესში ინტეგრირებისთვის და მოიფიქრეს დამატებითი ღირებულების სერვისები.

კიდევ ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო უფასო ვერსიის მიწოდება მცირე ბიზნესისთვის. მათ კარგად ესმოდათ, საწყის ეტაპზე ბიზნესს როგორ სჭირდება ფინანსების დაზოგვა და დახმარება, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათ იმიჯზე დადებითად აისახა, ეს კი, საბოლოოდ, ციფრებში გადაიზარდა. 

რა უნდა ვისწავლოთ  Mailchimp-ისგან

მთავარი გაკვეთილი, რომელსაც ბენ ჩესტნატი ხშირად ახსენებს, არის თქვენს კომპანიასთან ერთად ზრდის მნიშვნელობა. ზრდას მოაქვს მეტი პასუხისმგებლობა და მომხმარებელთა კმაყოფილება. ჩესტნატი ასევე გვირჩევს, არასოდეს უგულებელვყოთ ახლად მოსული იდეები, ჩავიწეროთ ისინი, რადგან არასოდეს ვიცით, როდის შეიძლება მათი გამოყენება დაგვჭირდეს. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

See My Pain — კამპანია ტკივილის სტერეოტიპული აღქმის წინააღმდეგ

თანამედროვე „კონკიას“ ისტორია Aldi-ს რეკლამაში