in

GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია. ესენია:

  • MailJail Automated Email Interception and Monitoring Systemელექტრონული შეტყობინებების ავტომატური მონიტორინგის ახალი სისტემა;
  • InsureWiseპლატფორმა თავს მოუყრის სადაზღვევო პროდუქტებს და საშუალებას მისცემს მომხმარებელს შეადაროს, შეარჩიოს, შეიძინოს და შემდგომ მართოს პროდუქტი;
  • REVI BOXESმშენებლობა მეორედი სატვირთო კონტეინერების გამოყენებით სასტუმრო სექტორისთვის; 
  • SMART FERT 4.0ახალი თაობის, ნიადაგის მასტრუქტურირებელიჭკვიანისასუქიდანამატები;
  • CORVISპროექტის მიზანია შესყიდვების პროცესების სრული ციკლის გამარტივება;
  • InterREIT.com – Real Estate Shares Trading Platformკომპლექსური პროექტის მეშვეობით საინვესტიციო ბიზნესი ხელმისაწვდომი გახდება მცირე და საშუალო ინვესტორებისთვის. პროექტი აერთიანებს ორ ციფრულ  – უძრავი ქონებისა და SPMS საზიარო ქონების მართვის პლატფორმებს.
  • DENTOS – Dental Platformსტომატოლოგიური პლატფორმა (ღრუბლოვანი ტექნოლოგია), რომელიც უზრუნველყოფს სტომატოლოგიური სერვისების ციფრულ და სწრაფ მიღებას.
  • Logisticwiseელექტონული კომერციის  ლოჯისტიკის სრული ციკლის მართვის პლატფორმა, რომელიც მოიცავს ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დამყარებულ საწყობის, შეკვეთებისა და საფოსტო სერვისების ერთიან მართვას.;
  • Kovzy –  კვების ბიზნესის პროცესების  ტრანსფორმაციის ერთიანი პლატფორმა, რომელიც შექმნის დარგის სრულ ციფრულ ეკოსისტემას;
  • Cyber Security Management Platform – CSMP – პროექტის მიზანია კიბერუსაფრთხოების მართვის პლატფორმის შექმნა და განვითარება;
  • www.rajdeba.ge – auto leasing comparison website – ავტო სესხის შედარების პლატფორმა – ფინტექ პროდუქტი ავტოლიზინგის კომპანიის შესარჩევად. ახდენს  ავტომობილების ფასების მონაცემების აგრეგაციას და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციაში გააგზავნოს ლიზინგის განაცხადი, შეადაროს და მიიღოს მასზე მორგებული პირობები;
  • Cyber-Lawyerიურიდიული დოკუმენტების მომზადების ონლაინ პლატფორმა, რომელიც იურისტის მონაწილეობის გარეშე მომხმარებლებს გაუმარტივებს ხელმისაწვდომობას იურიდიულ ინფორმაციაზე და დაეხმარება იურიდიული დოკუმენტების მომზადების პროცესში;
  • Leadin.ge – Centralized real estate affiliate platformუძრავი ქონების გაყიდვების პირველი ცენტრალიზებული, გლობალური პლატფორმა, რომელიც შემოგვთავაზებს ახალ, ინოვაციურ მეთოდებს სექტორში;
  • JOBIA Profitინოვაციური მობილური და ვებაპლიკაცია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებლებისთვის;
  • Cloud-based platform Ehotelspaceღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული გამოგონება, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით სრულად შეცვალოს სასტუმრო ბიზნესის გაყიდვებისა და სერვისის არსებული პროცესი;
  • OFOODOპროექტი მიზნად ისახავს ერთ სივრცეში მოაქციოს კვების ობიექტები,რაზეც წვდომა ექნება ადგილობრივ ვიზიტორებსა და ტურისტებს;
  • Keto Diet Appწონის კორექტირების აპლიკაცია, რომელიც გვთავაზობს  ჯანსაღი და ინდივიდუალურად შერჩეული რაციონის დაგეგმვას;
  • BWise Solutionsონლაინპლატფორმა მცირე და საშუალო აუდიტორული საქმიანობისთვის. პლატფორმა იძლევა წვდომას უახლეს ინფორმაციასა და ფუნქციებზე აუდიტორული პროცესის მაქსიმალური სრულყოფის მიზნით.
  • CityPay.ioკრიპტოვალუტით გადახდის სისტემა კომერციული სექტორისთვის. იგი უზრუნველყოფს გლობალური ტრანზაქციების განხორციელებასა და თანხის ადგილობრივ ვალუტაში მიღებას.
  • Agronavtiციფრული ტექნოლოგიების დანერგვა აგრო სექტორისთვის განათლების, ინფორმირებისა და გაყიდვის ბაზრების მოძიების მიზნით.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: ბილ რაიჰართი, ჯონათან თაუერი, მარვინ ლიაო, სტივ ადელმანი და ტიმ ვაგნერი.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ივნისს მეხუთედ გამოაცხადა. შემოსული 322 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ. 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 78 სტარტაპი. პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. 

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს. 

ჭკვიანი ფინჯანი, რომელიც ყავას თავისით აცხელებს

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება – ბიზნესის ზრუნვა გარემოზე