in

ამ ბილბორდის შინაარსს მხოლოდ სოციალური დისტანციის დაცვის შემთხვევაში წაიკითხავთ

თითქმის 60-დღიანი კარანტინის შემდეგ, იტალიელები ნანატრი მეორე ფაზისთვის ემზადებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე, წესით, საკუთარი სახლებიდან გამოსვლა და თავისუფლებით დატკბობა უნდა შეძლონ. ბუნებრივია, სოციალური დისტანცია იქაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პანდემიასთან ბრძოლისას. იტალიურმა ბანკმა FinecoBank სოციალური დისტანციის იდეა საკუთარი გარე რეკლამის კონცეფციაში გამოიყენა და შექმნა ბილბორდი, რომლის წაკითხვაც მხოლოდ დისტანციის დაცვის შემთხვევაში არის შესაძლებელი. თუკი სწორ მანძილზე დადგებით, შეძლებთ წაიკითხოთ ფრაზა “დაიცავით ერთი მეტრი მანძილი. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ უსაფრთხოებაში”.

კამპანიაზე სააგენტო McCann-მა იმუშავა.

“ცხოვრება კარანტინში” – პაველ იონკას სახალისო ილუსტრაციების სერია

ჩეთბოტი Mdvisor – ციფრული მეგობარი, რომელიც 15 წლის თვითნასწავლმა პროგრამისტმა შექმნა