in

შეფუთვის შეცვლა შოკოლატერიას მასშტაბური მიზნების მიღწევაში დაეხმარა

ხშირად კარგ პროდუქტებს ცუდი შეფუთვების გამო ვერ ვყიდით ისე, როგორც გვინდა… მათ შორის იყო შოკოლადის პატარა კომპანია Maira Marques Chocolateliê, რომელიც ბრაზილიაში Nutella-ს ჩხირებს, ჯანჯაფილის ნამცხვრებსა და ბონბონებს აწარმოებს. იგი ბაზარზე პოზიციონირებას და უფრო კლასიკური იმიჯის შექმნას ტრადიციული ბელგიური შოკოლადების მსგავსად ცდილობდა. ამასთან, გაყიდვების გაზრდაც სურდათ, მაგრამ ნაკლებად პროფესიონალურმა შეფუთვამ და თაროებზე პაკეტების განთავსების სირთულემ ამ მიზნების მიღწევა გაართულა.

არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად კი StudioBah-მა ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიაზე დაიწყო მუშაობა, გაიაზრა ბიზნესის არსი, თანმიმდევრულად მიჰყვა პაკეტების დახვეწისა და კომპანიის მიზნების შესაბამისობაზე მუშაობას. 

იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის მარტივად შესამჩნევი ყოფილიყო, გადაწყვეტილებები ვიზუალური იდენტობის დონემდე მიიღეს. ამასთან, პროდუქტის განსხვავებული ხასიათიც წარმოაჩინეს. შეფუთვაზე ასახული ცისფერი ხაზებით ის პაკეტები იყო წარმოდგენილი, რომლებიც უშუალოდ გაყიდვის წერტილებში უნდა განეთავსებინათ. მსგავსად, იგი სხვა ბრენდებისგან დიფერენციაციასაც ახერხებდა და სასურველ ესთეტიკურ ასოციაციებსაც ქმნიდა. ზუსტად ამ მიზნით შეიქმნა ლოგოც… ხოლო მის წინ არსებული ფანჯრები მომხმარებლებს ეხმარება, კარგად გაიგონ, რა პროდუქტია ეს, როგორი ფორმა ან კონსისტენცია აქვს მას.

მსგავსი გრაფიკული გადაწყვეტილებების შედეგად, Nutella-ს ჩხირები და ჯანჯაფილის ნამცხვრები ერთგვაროვნებას ქმნის და გაყიდვების პუნქტებში ექსპრესიულ გრაფიკულ დიზაინსაც გვაჩვენებს. მეორე მხარეს კი ბონბონის ყუთები გვრჩება, რომლებიც, მართალია, სავაჭრო პუნქტებისთვის არ არის გათვლილი, მაგრამ დიზაინის კონკრეტულ თავისებურებებს მაინც იზიარებს. 

დიახ, დასაწყისში განხილული მიზნების მისაღწევად ახალი შეფუთვა გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა. საშუალება მისცა მას, ჰქონოდა პროფესიონალური ხასიათი და გასცდენოდა შოკოლატერიის კედლებს. ამან არა მარტო კონკრეტულ ქალაქში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაზარდა კომპანიის სხვა პროდუქტების გაყიდვები.

2 ენაზე მოსაუბრე ადამიანებს განსხვავებული ტვინი აქვთ — კვლევა

სადღესასწაულო დღეებში ონლაინ მაღაზიებზე კიბერ თავდასხმები იმატებს, როგორ დავიცვათ თავი კიბერ გრინჩებისგან?