in

სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, „მეიჯერელ საქართველომ“, ქუთაისში, საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა

„მეიჯერელ საქართველო“ უკვე რამდენიმე წელია, „ქართულ-გერმანულ ცენტრთან“ თანამშრომლობს და ამ პარტნიორობის ფარგლებში, უკვე მესამედ, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა – ქუთაისის სპორტის სასახლეში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში, 81 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასკოლო ნივთები გადაეცა.

bog
bog-mob

„ჩვენი კომპანიისათვის განათლება და უწყვეტი განვითარება ყველაზე პრიორიტეტული საკითხებია. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ძალასა და რესურსებს არასოდეს ვიშურებთ. „მეიჯერელ საქართველოს“ გუნდის წევრები ყოველთვის მზად არიან, მხარი დაუჭირონ განათლების ხელმისაწვდომობას, ამ კუთხით დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიებსა და აქტივობებს. როგორც წესი, რეგიონებში ასეთი ღონისძიებების საჭიროება განსაკუთრებით მწვავეა. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ წინსვლაზე, განათლება კი, წარმატების მიღწევის მთავარი ინსტრუმენტია”, – განაცხადა „მეიჯერელ საქართველოს“ დირექტორმა ალექსანდერ მირონენკომ.

„ქართულ-გერმანული ცენტრი“, 25 წელზე მეტია არსებობს და მთავარ მისიად, საქართველოში, გერმანული ენის, კულტურის პოპულარიზაციას, ერების დაახლოებასა და მათ შორის კულტურულ-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას ისახავს. საქმიანობის ფარგლებში, ცენტრი მრავალფეროვან პროგრამებს, პროექტებსა და აქტივობებს ახორციელებს.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ გერმანული ენის მიმართ ინტერესის გაზრდას ქართველ ახალგაზრდებში და, ამავდროულად, მიღებული ცოდნის შემდგომი პრაქტიკული გამოყენების გზები მათთან ერთად ვეძებოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „მეიჯერელ საქართველოსთან“, ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი არაერთი კურსდამთავრებული, დღეს, „მეიჯერელის“ წარმატებული გუნდის წევრია“, – ამბობს ნანა მეგრელიშვილი, „ქართულ-გერმანული ცენტრის“ ხელმძღვანელი.

„მეიჯერელ საქართველო“, ამ დროისათვის, 2 600-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, საქართველოს 3 ქალაქის 5 ოფისიდან 8 საერთაშორისო ბრენდს ემსახურება და ისეთ ინდუსტრიებს აერთიანებს, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, ტექნოლოგიები და ა.შ.

 

[R]

ნობელის პრემიის მქონე კვლევა – როგორ შეიგრძნობენ ადამიანები სითბოს და შეხებას?

X-Ray სხივების საშუალებით, მარია ანტუანეტას საიდუმლო სასიყვარულო წერილები გაშიფრეს