in

მეიჯერელ საქართველო 5 წლისაა

აგვისტოში მეიჯერელ საქართველოს 5 წელი შეუსრულდა. 2016 წელს, როდესაც კომპანია სულ სხვა სახელითა და ერთადერთი პროექტით შემოვიდა ბაზარზე, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 5 წელში დასაქმებულთა რიცხვი 150-დან 2700-მდე გაიზრდებოდა.

განვლილი ხუთი წელი კომპანიისათვის უამრავი სიახლისა და განვითარებაზე მუდმივი სწრაფვის პერიოდი აღმოჩნდა; მეიჯერელ საქართველო დღეს უკვე 3 ქალაქის 5 ოფისიდან ოპერირებს და ახალგაზრდა, ენერგიულ გუნდთან ერთად 9 პროექტს წარმატებით ართმევს თავს.

მეიჯერელის თანამშრომლებს ყოველდღიურად მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან და მათ მომხმარებლებთან აქვთ კონტაქტი, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის — საუკეთესო შედეგებისა და დიდი მოტივაციის დამსახურებით, გლობალური ვაკანსიები უკვე საქართველოში ცხადდება, რაც დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად შესანიშნავი პრივილეგიაცაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კომპანიამ განვლილი 5 წლის განმავლობაში შეიძინა, თანამშრომელთა მრავალფეროვანი გუნდია, რომელიც უნიკალური, შრომისმოყვარე, მეგობრული და მიზანდასახული წევრებითაა  დაკომპლექტებული.

როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ისე მეიჯერელ საქართველოსთვისაც, პანდემია დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, რომელსაც კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი; თანამშრომელთა უსაფრთხოებისათვის მეიჯერელში ყველა საჭირო ზომაა მიღებული, გუნდის წევრების კმაყოფილებისათვის კი, სპეციალური “Feel Good” პროგრამა შემუშავდა, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად უამრავი აქტივობა და ღონისძიება ტარდება.

დღეს მეიჯერელ საქართველო ისეთი განსხვავებული სპეციფიკის მქონე პროექტებს უძღვება, როგორებიცაა: მოგზაურობა, ელექტრონული კომერცია, კონტენტ მოდერაცია და ა.შ. თუმცა, კომპანიის სამომავლო გეგმებში საქმიანობის სპეციფიკის კიდევ უფრო გაფართოება და მეტი მსოფლიო მასშტაბის პარტნიორის მოზიდვაა.

 

[R]

MIT-ის მკვლევრებმა მაგნიტური ველის სიძლიერე 20 ტესლამდე გაზარდეს

როგორ უზრუნველვყოთ კომპანიის სტრატეგიული მოქნილობა?