in

მეიჯერელ საქართველოს პირველი ციფრული კამპანია

“We support businesses to support you” — რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში მეიჯერელ საქართველოს პირველი ციფრული კამპანიის ვიდეოები გამოჩნდა და სოც. ქსელების მომხმარებლებს თავი ორიგინალური ვიზუალური გადაწყვეტითა და ვიდეოთამაშების მსგავსი “მისიებით” დაამახსოვრა; კამპანიის მთავარი გმირები კი, როგორც აღმოჩნდა, არც მეტი, არც ნაკლები, თამაშის პერსონაჟებად ქცეული ნამდვილი თანამშრომლები არიან.

კამპანიაზე, რომლის ფარგლებშიც 3 ვიდეორგოლი შეიქმნა, სააგენტო “ვინდფორსმა” იმუშავა; ვიდეოების დასაწყისში მეიჯერელ საქართველოს თანამშრომლების ჩვეულებრივი სამუშაო დღეა ასახული, შემდეგ კი, ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის სირთულე, რომელთა გადაჭრაშიც მთავარი გმირები მომხმარებლებს ეხმარებიან. ვიდეოებში არა მხოლოდ განსხვავებული ტიპის თანამშრომლებს, არამედ მათ მიერ არაჩვეულებრივად შესრულებულ სხვადასხვაგვარ მომსახურებასაც ვხედავთ. კამპანიის მთავარი მესიჯი კი, მეიჯერელ საქართველოს საქმიანობას მარტივი და გასაგები ფრაზით ხსნის: “ვეხმარებით ბრენდებს თქვენზე ზრუნვაში”.

მეიჯერელის რეგიონალური მარკეტინგისა და დამსაქმებლის ბრენდინგის პროექტის მენეჯერი – ნინი ონეზაშვილი:

მეიჯერელი (ყოფილი არვატო) საქართველოს ბაზარზე უკვე 5 წელზე მეტია, ოპერირებს და გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებლის იმიჯს ინარჩუნებს. კომპანიის ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზნობრივ სეგმენტში ყოველთვის ჩნდებოდა კითხვები: რას საქმიანობს მეიჯერელი? რას ყიდით ან რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს? ამ ყველაფრის ახსნა კი, იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მარტივად რომ ვთქვათ, მეიჯერელი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, თუმცა, ამგვარი სერვისი რთულად აღსაქმელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესპროცესების აუთსორსინგთან შეხება არ ჰქონიათ. ამას კი, ემატება ისიც, რომ ჩვენს კლიენტებთან დადებული უმკაცრესი გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო მათი სახელებისა და სამუშაო სპეციფიკის დეტალების გაჟღერება არ შეგვიძლია.  რეალურად, ჩვენი მთავარი გამოწვევა კამპანიაზე მუშაობისას სწორედ ის იყო, რომ დაგვემსხვრია ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებული მითები.

რა მიზნით შეიქმნა კამპანია და რა აუცილებელი პირობა უნდა ყოფილიყო შესრულებული საბოლოო პროდუქტის მიღებისას?

კამპანიის შექმნის იდეა საქართველოში დაიბადა, სწორედ ადგილობრივ ბაზარზე აღმოვაჩინეთ ის „ინსაითები“, რომლებზეც იდეა დავაშენეთ. ჩვენ 2 მთავარი მოთხოვნა გვქონდა: შეგვემუშავებინა კამპანია, რომელიც მარტივად ადაპტირებადი იქნებოდა  აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში და წარმოგვეჩინა რეალური მეიჯერელი — თავისი პროცესებითა და ისტორიებით. თავიდანვე გვსურდა, აქცენტი ჩვენს თანამშრომლებსა და მათ მიღწევებზე გაგვეკეთებინა, რადგან მათ გარეშე კომპანიის წარმატებული საქმიანობა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.

რომელ რეგიონს განეკუთვნება საქართველო და კიდევ რომელი ქვეყნები შედის ამ რეგიონში? რას ნიშნავს მეიჯერელ საქართველოსთვის ის ფაქტი, რომ კამპანია თავდაპირველად სწორედ აქ შეიქმნა?

საქართველო გერმანიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს განეკუთვნება, რომელშიც ასევე შედის: რუმინეთი, პოლონეთი, სომხეთი, ესტონეთი, თურქეთი, გერმანია და უკვე ჩრდილოეთ მაკედონიაც. ჩვენს რეგიონს საერთო მენეჯმენტი ჰყავს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ვინაწილებთ სამუშო ძალასა და პროექტებს, განსაკუთრებით, მარკეტინგის დეპარტამენტში. ის, რომ კამპანია საქართველოში შეიქმნა, დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოცხადებულ ძალიან დიდ ნდობასთან — რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ აქ ასეთი მასშტაბური პროექტის შექმნის შესაძლებლობა მოგვეცემოდა.

ვიდეორგოლების ვიზუალური მხარე, დასამახსოვრებელი პერსონაჟები და თამაშის მსგავსი ხმოვანი ეფექტები მნახველების განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს, ამიტომ კამპანიის კონცეფციაზე, სამუშაო პროცესის კრეატიულ ნაწილსა და მთავარ გამოწვევებზე სასაუბროდ სააგენტო “ვინდფორსის” სენიორ ექაუნთ მენეჯერს, მარიამ გოგოძეს ვესაუბრეთ.

“მეიჯერელის გმირების” კამპანია ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარია. სააგენტოს ამოცანა კომპანიის შესახებ ცნობადობის გაზრდა და პოტენციურ დასაქმებულთა მოსაზიდად მისი საქმიანობის სფეროს სწორად პოზიციონირება იყო. მეიჯერელის თანამშრომლები ერთგვარი “უხილავი გმირები” არიან და ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ეხმარებიან სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაში; კრეატიული კონცეფციაც სწორედ თანამშრომლების გმირებად ქცევას გულისხმობდა.

Voxel Art-ითა და Low Poly-თ ინსპირირებული რგოლების პერსონაჟები, კომპანიის რეალური თანამშრომლები არიან. ვიდეოების შექმნისას, ანიმაციურ სტუდია “Highway VFX”-თან ვითანამშრომლეთ, სწორედ მათთან ერთად განვითარდა პერსონაჟები და სამყაროც. ვფიქრობთ, მსგავსი მიმართულება კამპანიის  მიზანს ემსახურებოდა, რადგან მთავარი საკომუნიკაციო სეგმენტი ციფრულ არხებში კარგად გარკვეული აუდიტორიაა, რომელსაც უყვარს თანამედროვე ტრენდები და გეიმინგი.

მეიჯერელ საქართველოს დამსაქმებლის ბრენდინგისა და მარკეტინგის მენეჯერი, ნათია ლიპარტელიანი:

მეიჯერელ საქართველო ტოპ დამსაქმებელია, რომლის მთავარი პრომოუტერი კომპანიის  2700-მდე თანამშრომელია — წარმოიდგინეთ, რამხელა ეფექტი აქვს, როდესაც ადამიანი მეგობრებსა თუ ნაცნობებს საკუთარ სამსახურზე ბედნიერი ესაუბრება! თუმცა, კომპანია მაინც იდგა გამოწვევის წინაშე, უფრო კონკრეტულად აეხსნა ფართო საზოგადოებისთვის,  თუ რას საქმიანობს. ამ კამპანიით გვინდოდა, გვეჩვენებინა, თუ როგორია ტიპური სამუშაო დღე მეიჯერელში, ჩვენი სათქმელი კი, ძალიან მარტივად ჩამოყალიბდა და კამპანიის მთავარ მესიჯად იქცა.

მეიჯრელის მთავარი ღირებულებები პატივისცემა და ინკლუზიურობაა, ჩვენი სამიზნე აუდიტორია კი, მრავალმხრივი ადამიანებისგან შედგება: კომპანია საინტერესო დამსაქმებელია მათთვის, ვინც პირველ კარიერულ ნაბიჯებს ახლა დგამს, უცხო ენებსა და პრობლემის გადაჭრის უნარებს ფლობს, ასევე,  მათთვისაც, ვინც სტაბილურობას და კარიერულ ზრდას ეძებს.

 

კრედიტები

Agency: Windfor’s
Client: Majorel
Creative Directors: Nino Gordeladze, Beqa Meparishvili
Executive Creative Director: Nino Gordeladze
Head of Creative: Mari Sukhishvili
Copywriter: Sophie Ivanishvili
Art Director: Sali Nikolaishvili
Strategy Developers: Mariam Chkhaidze, Elene Gugushvili
Client Service Director: Ana Dondua
Senior Account Manager: Mariam Gogodze
Account Manager: Nini Chivadze
Animation Production: Highway VFX
Production Manager: Luka Jgharkava
Art Director / Concept Artist: Irakli Gharibashvili
Assets & Character Artists: Rati Managadze, Lasha Zoidze, Giorgi Javakhishvili
Technical Director: Davit Sakhvadze
Animation Supervisor: Levan Lapachi
Character Animators: Jemo Moniava, Alexandr Museridze
Look Dev / Rendering/ Compositing: Luka Jgharkava
Music and Sound by Heima Production

[პარტნიორის კონტენტი] 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა!

ანანო მიმინოშვილის ილუსტრაციები The New York Times-ში მოხვდა