23
Sep
2019

მეიჯერელ საქართველოს Star Awards-ის ჯილდო მიენიჭა

23 Sep 2019

ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კუთხით წელს Majorel Georgia-ს ტექნიკური დახმარების გუნდი საუკეთესო გახდა. მეიჯერელ საქართველო სხვადასხვა პროექტს აერთიანებს. მათ შორისაა პირველი – E-commerce, რომელიც ყველაზე დიდი და წამყვანი პროექტია. ის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი კლიენტებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევაა.

სწორედ ამ გუნდმა 2019 წლის მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით, საქართველო სხვა ქვეყნებისგან ხარისხობრივი შედეგებით გამოარჩია და მსოფლიოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. როგორც გუნდის წევრები ამბობენ, ეს პრიზი პროექტისთვის პირველი არ არის – 2019 წლის 1 კვარტალში, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლის გამო მას მსოფლიო აღიარება მიენიჭა.

Majorel Georgia-ს ტექნიკური დახმარების გუნდმა 2018 წელის სექტემბერში 10 თანამშრომლით დაიწყო მოღვაწეობა და დღესდღეობით 115-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეიჯერელ საქართველოს თანამშრომლები მომხმარებლებს გერმანულ ენაზე უწევენ დახმარებას. საწყის ეტაპზე კომპანიამ თანამშრომლების სწავლება და პროფესიული განვითარება უზრუნველყო, რის შედეგადაც შეიქმნა ტექნიკური განათლების პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც ერთ წელში დიდ წარმატებას მიაღწია.

„ჩვენთვის, როგორც საქართველოში ახლად დაფუძნებული კომპანიითვის, მსგავსი მიღწევები ძალიან მნიშველოვანია. ის, რომ ასეთი უნიკალური პროექტი გერმანულ ენაზე წარმატებულად ოპერირებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის ბაზრის მომსახურების მაღალ დონეს და საინტერესოს ხდის მას საერთაშორისო ბაზარზე. სულ რაღაც 3 წელია, რაც კომპანია საქართველოში მოღვაწეობს, მაგრამ არაერთი აღიარება მოიპოვა. ეს კი, ყოველდღიურად გვემხარება, დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი საქართველოში.“ – განაცხადა ალექსანდრე მირონენკომ მეჯერელ საქართველოს country manager-მა.

საერთაშორისო კომპანია ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწეობს და კლიენტთა მომსახურების მიმართულებით მომხმარებელს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს. მსოფლიო მასშტაბით კომპანიას 28 ქვეყანაში, 48 000 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. საქართველოში მეიჯერელი 3 წლის წინ დაფუძნდა. დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს როგორიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა.შ. მეიჯერელ საქართველოს თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს ეხმარებიან  საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და სთავაზობენ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს როგორც გერმანული, ასევე გერმანულ-ინგლისური და რუსულ-ინგლისურენოვანი პროექტები.

საერთაშორისო კომპანია Majorel Georgia  ხუთ განსხვავებულ პროექტს ახორციელებს, საქართველოს ორ ქალაქში – თბილისსა და ქუთაისშია წარმოდგენილი და  900-ამდე თანამშრომელს აერთიანებს.

[R]

განხილვა