in

„მეიჯერელ საქართველოს“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ბაიაძე გახდა

„მეიჯერელ საქართველოს“ ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს – კომპანიას, ამ პოზიციაზე, ირაკლი ბაიაძე შეუერთდა. ამბობს, რომ საკმაოდ დიდი გეგმებით მოდის და პირველ რიგში, გუნდის გაძლიერება და განვითარებას შეუწყობს ხელს, რომ ერთად მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

BOG
BOG

ძალიან დიდი გეგმები გვაქვს – მანუალური თუ რუტინული საქმის ავტომატიზირება და სტანდარტიზირება, ფინანსური პროცესების მაქსიმალურად დახვეწა, საუკეთესო პრაქტიკასთან მიახლოება, ახალი სხვადასხვა უახლესი პროგრამების დანერგვა. აქტიურად ვიქნები ჩართული სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩემი მიზანია, გუნდის გაძლიერება და განვითარება. ამით შევქმნით საუკეთესო დამხმარე რგოლს კომპანიისთვის“, – ამბობს ირაკლი ბაიაძე.

მას საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ამ დრომდე, „ბრითიშ ამერიქან ტობაკო“ კავკასიის ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, ამავე კომპანიაში, 10 წლის განმავლობაში, იყო: კავკასიის და მოლდოვის ფინანსური კონტროლერი, ცენტრალური ევროპის კომერციული ფინანსების მენეჯერი (პრაღა, ჩეხეთი), ცენტრალური ევროპის ფინანსური რეპორტინგის და კონსოლიდაციის მენეჯერი (პრაღა, ჩეხეთი), ფინანსური მენეჯერი (საქართველო, სომხეთი, თბილისი). ირაკლი ბაიაძემ კარიერა „რომპეტროლ საქართველოში“ დაიწყო – ჯერ კომპანიის რეპორტინგის ანალიტიკოსი, შემდეგ კი  ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის მენეჯერი იყო.

რაც შეეხება განათლებას, არის „კავკასიის უნივერსიტეტის“,  ფინანსების მიმართულების, ბაკალავრისა და „ფინანსების და ადმინისტრაციის უნივერსიტეტის“ (ჩეხეთი, პრაღა), ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულების მაგისტრის ხარისხის მფლობელი.

 

[R]

მსოფლიოს 60% ონლაინ რეჟიმით ცხოვრობს – 2021 წლის ინტერნეტსივრცის 10 ტენდენცია

NASA-ს როვერზე მოთავსებული მოწყობილობა მარსზე ჟანგბადს აწარმოებს!