in

Majorel is Going Green — როგორ ზრუნავს მეიჯერელ საქართველო გარემოს დაცვაზე

მეიჯერელი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მუდმივად ცდილობს, საზოგადოებასა და გარემოზე იზრუნოს. ამჯერად კომპანიამ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას შემცირებისა და გადამუშავების წასახალისებლად, კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანიც, ერთი მხრივ, ადამიანების ცნობიერების ამაღლება, მეორე მხრივ კი, მათი შთაგონებაა, რომ ყოველდღიური ჩვევები შეცვალონ.

გარემოსდაცვითი ინიციატივის განსახორციელებლად, მეიჯერელი PET ბოთლების გადამამუშავებელ და პოლიესტერის სინთეზური ქსოვილის მწარმოებელ კომპანიას, პოლივიმს დაუკავშირდა. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიებმა საერთო მიზანი — იანვრის ბოლომდე პლასტმასას 10 000 ბოთლის შეგროვება და გადამუშავება დაისახეს; ამისათვის პოლივიმმა მეიჯერელის ხუთივე ოფისი სპეციალური ურნებით მოამარაგა.

„გარემოსდაცვითი გამოწვევები ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რადგან კლიმატის ცვლილება, პლასტმასას ნარჩენების სწორი მენეჯმენტი, გლობალური დათბობა და ბიომრავალფეროვნების შემცირება, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად, თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე კრიტიკული საკითხებია. ბუნების დიდი ნაწილი უკვე პლასტმასითაა დაფარული და ადამიანების ყოველდღიური, გაუაზრებელი ქმედებები ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ცვლილება ჩვენით დავიწყოთ და სხვებსაც მოვუწოდოთ რეალობის გააზრებისკენ. პლასტმასას გამოყენება ყოველდღიურობის გარდაუვალი ნაწილია, თუმცა კამპანიის ფარგლებში, ვცდილობთ, ფოკუსი გადამუშავებაზე გავაკეთოთ და ნარჩენები არა პრობლემად, არამედ რესურსად ვაქციოთ, რაც წრიული ეკონომიკისკენ — Reduce, reuse, recycle-სკენ გადადგმული ნაბიჯია“,აღნიშნა მეიჯერელ საქართველოს  დამსაქმებლის ბრენდინგისა და მარკეტინგის მენეჯერმა, ნათია ლიპარტელიანმა.

„დედამიწაზე პლასტმასას ნარჩენის მთლიანი რაოდენობა შემაშფოთებელ მასშტაბებს აღწევს და ეს რიცხვი ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. მეიჯერელში გვჯერა, რომ პლანეტაზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის ვალდებულებაა. ამიტომაც, ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა საშუალება, პოლივიმთან და ჩემს კოლეგებთან ერთად, კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიურად ჩავბმულიყავი. ჩვენი კამპანია ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას ნივთების მოხმარების შემცირებას ისახავს მიზნად და იმედი მაქვს, საერთო მიზანს— 10 000 გადამუშავებულ ბოთლს — აუცილებლად მივაღწევთ. ამის მიღმა კი, უფრო მეტი ადამიანის ცნობიერებას ავამაღლებთ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით“,გვითხრა მეიჯერელის Occupational health and safety specialist-მა, საბა თანდილაშვილმა.

კამპანიის ფარგლებში, მეიჯერელის თანამშრომლებთან ერთად კიდევ არაერთი აქტივობაა დაგეგმილი, რომელთა შესახებაც მოგვიანებით უფრო ვრცლად შევიტყობთ.

[R]

ასეთი იყო FCB ArtGroup Tbilisi-ისთვის 2022 წელი

საკონდიტრო „გურმე“ 11 წლისაა — კომპანიამ მომხმარებელს სადღესასწაულო სიურპრიზები მოუმზადა