in

უხილავი გმირები მეიჯერელის ყოველდღიურობიდან – გაიცანი გაგა

რამდენიმე კვირის წინ მეიჯერელ საქართველომ პირველი ციფრული კამპანია ჩაუშვა, რომელიც კომპანიის თანამშრომლებზე – ყოველდღიურობის უხილავ გმირებსა და მათ საქმიანობაზე ანიმაციური ვიდეორგოლების მეშვეობით გვიყვება. სოც. ქსელებში გავრცელებულ 3 ვიდეორგოლში ინტერნეტმომხმარებლებმა 3 განსხვავებული, დასამახსოვრებელი პერსონაჟის მიერ  შესრულებული სხვადასხვაგვარი ,,მისია” იხილეს. მეიჯერელი ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომლის თანამშრომლების საქმიანობის დეტალები უკვე მრავალი წელია, ინტერესის საგანია. კრეატიულ სააგენტო ვინდფორსთან ერთად, ,,მეიჯერელის გმირების” კამპანიით, კომპანიამ სწორედ თანამშრომლების ყოველდღიურობის მარტივად, ყველასათვის გასაგებად ახსნა გადაწყვიტა და ამ მიზნით რეალური ადამიანები ვიდეოკლიპების ანიმაციურ გმირებად გარდასახა.

მეიჯერელის ყოველდღიურობაზე, საქმიანობის დეტალებსა და კამპანიაზე პირველი ვიდეორგოლის მთავარი გმირი – გაგა მაისურაძე საუბრობს.

 გვიამბე, როდის და როგორ მოხვდი მეიჯერელში?

მეიჯერელში მუშაობა 2020 წელს დავიწყე, როგორც ტექნიკურმა სპეციალისტმა; მას შემდეგ რამდენჯერმე შევიცვალე პოზიცია და დავწინაურდი, დღეს კი, ტრენერის (Trainer) პოზიციაზე ვარ.

როგორც ვიცით, მეიჯერელში უამრავი განსხვავებული პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესის ადამიანი მუშაობს; საინტერესოა, შენ რა გზა გაიარე, სანამ იქ აღმოჩნდებოდი, სადაც ხარ?

განათლებით ეკონომისტი ვარ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრაფიკული დიზაინით ვიყავი გატაცებული და ამ კუთხითაც ვიმუშავე, გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ხანი მქონდა შეხება ღვინოსთანაც; ამჟამად, სამსახურის პარალელურად, აუდიო ინჟინერიითა და ხმის დიზაინით ვარ დაკავებული, ასე რომ, საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება დავაგროვე.

მეიჯერელი ბრენდებს მომხმარებლებზე ზრუნვაში ეხმარება, თუმცა, მათთვის, ვისაც ბიზნესპროცესების აუთსორსინგთან შეხება არასოდეს ჰქონია, ხშირად რთულია იმის ახსნა, თუ რას მოიცავს კონკრეტულად კომპანიის საქმიანობა. გვიამბე, როგორია შენი სამუშაო პროცესი, როგორ გამოიყურება შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

ამ წლის თებერვლამდე ჩემი ძირითადი მოვალეობა მომხმარებლებთან საუბარი და მათთვის სხვადასხვა სახის ტექნიკური პრობლემის მოგვარება იყო; თუ სირთულეს პირველივე ზარზე ვერ გადავჭრიდი, დეტალური ინფორმაცია სხვა დეპარტამენტისთვის — ინჟინრებისათვის უნდა გადამეცა, რომ მათ სიტუაციიდან გამოსავალი ეპოვათ.

კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ეკონტაქტება და მათ მრავალგვარი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება; როგორ ფიქრობ, რა თვისებები სჭირდება ადამიანს, რომ ამ საქმიანობას თავი წარმატებით გაართვას?

ჩვენს გუნდში უამრავი პროფესიონალია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სათანადოდ აუხსნის, როგორ იმუშაოს პროდუქტიულად, სწორედ ამისათვის გვყავს ჯგუფის მენეჯერები და ქოუჩები. ისინი ყოველდღე უდგანან გვერდში აგენტებს და მაქსიმალურად ეხმარებიან ნებისმიერი სირთულის დაძლევაში. თუმცა, მთავარი, ალბათ, მაინც ისაა, რომ გქონდეს სურვილი და ამბიცია, სამუშაო დღის ბოლოს საკუთარი ნამუშევრითა და მიღწევით კმაყოფილი იყო, სხვაგვარად, ვფიქრობ, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

[პარტნიორის კონტენტი]

გადაუვლის თუ არა Tesla Model 3 გზაზე მიმავალ კატას? — ექსპერიმენტი

Travel Box – ის ახალი სამოგზაურო ყუთი