მეიჯერელ საქართველო ახალ წელს ახალი, სასიხარულო ამბით ეგებება — 2023 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებას მეიჯერელ აკადემია იწყებს. აკადემიის მიზანი დაინტერესებული ადამიანებისათვის გერმანული ენის სწავლება იქნება, სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, პროგრამის მონაწილეები მეიჯერელ საქართველოში დასაქმდებიან.
ოპერირების 6-ზე მეტი წლის მანძილზე მეიჯერელმა 3 ქალაქის 5 ოფისში დაასაქმა 3000-მდე ადამიანი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მომხმარებლებს ათამდე უცხო ენაზე უწევს დახმარებას; ყველაზე ხშირად კომპანიაში გერმანულენოვანი ვაკანსიები ცხადდება, თუმცა ენის ცოდნის არასაკმარისი დონის გამო, პოტენციური თანამშრომლები ხშირად ვერ საქმდებიან.
ამ პრობლემას მეიჯერელის ტრენინგებისა და განვითარების დეპარტამენტში ოპტიმალური გადაწყვეტა მოუძებნეს — აკადემია მსურველ სტუდენტთა 2 ჯგუფს აიყვანს და ენის ცოდნის დონეების (A2, B1) შესაბამისად გაანაწილებს, შემდეგ კი, გამოცდილ ტრენერებთან ერთად, 5-თვიან ინტენსიურ კურსს გაატარებს. ენის დონის ამაღლების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს დაასაქმებს შესაძლებლობაც ექნებათ.
„მეიჯერელ აკადემია უნიკალური ინიციატივაა, რომლის მიზანიც მონაწილეთა ცოდნის ამაღლება, გერმანული ენის პოპულარიზაცია და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა. მეიჯერელ აკადემიის წარმატების ერთ–ერთ წინაპირობას ის გამოცდილი და მოტივირებული ტრენერები წარმოადგენენ, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება აკადემიის სტუდენტებს გაუზიარონ. აკადემიის შექმნაზე დიდი ხანია ვმუშაობთ და მოუთმენლად ველოდებოდით მის გახსნას. ვიმედოვნებთ, რომ ამ სიახლით ძალიან ბევრ ადამიანს დავაინტერესებთ“, — აღნიშნავს ტრენინგებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გვანცა ტუღუში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
[R]