in

მაკა გოცირიძის გამოფენა – “კედლის ჩანაწერები”

გამოფენა 28 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება


ხვალ “გალერეა 9”-ში მაკა გოცირიძის პერსონალური გამოფენა “კედლის ჩანაწერები” იხსნება. გამოფენა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებლებს 8 ოქტომბრამდე შეეძლებათ აქ წარმოდგენილი ნამუშევრების ხილვა.

“ადამიანმა, წელში მოხრილმა, დაღლილმა ომით, ყოფითობასთან მუდმივი ბრძოლის, ერთხელ გადაწყვიტა, რომ დაესვენა და…
პირველი ჩანაწერი გააკეთა კედელზე…
პირველი ხაზი დაუსვა…
პირველი შტრიხი მოხაზა…
ვინ იცის, რა იყო ის პირველი – ალბათ, უფრო ყოფითობის ორთაბრძოლა…
ნადირობა…
ჭიდილი…
ქვა…
ადამიანი იყო ყველაზე გულწრფელი და ადამიანი მაშინ…
ადამიანმა პირველს კედელს “გაუმხილა” თავისი ტკივილი…
იმ დღიდან დღემდე ჩაიარა ათასწლეულებმა…
თოვლმა…
სიცივემ…
მზემ…
წვიმამ…
ადამიანმა ისწავლა წერა…
ადამიანმა ისწავლა კითხვა…
კაკუნი კომპიუტერზე…
მაგრამ ინსტინქტი, ესაუბრო კედელეს – უთხრა, როგორ გტკივა, ისევ ცოცხალია…
კედელმაც ისწავლა მოსმენა… ყურებიც “გაუჩნდა”…
გაგვცემს და გვინახავს…
გვტანჯავს და გვაძლევს უსასრულო ნეტარებას…
გვამწყვდევს და გვათავისუფლებს…
მაკა გოცირიძის “კედლები” იმ “პირველთან” დაბრუნებაა სწორედ..
პირველ კედელთან…
პირველ საიდუმლოსთან…
მაშინდელი ადამიანივით გულწრფელ კედელთან შეხება…
ამ “კედის ჩანაწერებს” მივყავართ იმ “კაცთან”, ყოფითობასთან დაღლილი რომ ჩამოჯდა…
დადარდიანდა…
შეშფოთდა…
იგრძნო და…
პირველი ხაზი დაუსვა კედელს…
მაკა გოცირიძის “კედლის ჩანაწერები” ჩვენს ამბებს ყვება – ჩვენზე მორგებული ფორმულებით…
ჩასვით თქვენი ამბავი მათში…
მოყევით და ამოხსენით, რა დარჩა იმ კაციდან თქვენში დღემდე?
მიხხვდებით, რომ კედლები არ უნდა დავანგრიოთ!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.
მზადება ექსპოზიციისთვის
“ადამიანმა პირველს კედელს “გაუმხილა” თავისი ტკივილი…” და მას შემდეგ ხელოვანი ტილოს, ფურცელს, კვლავ კედელს, ფუნჯსა თუ ფანქარს უმხელს საკუთარ შინაგან სამყაროს. ამ გზით ავლენს არაცნობიერსა და ცნობიერს, რათა გონებაში წარმოქმნილი იდეები  შემოქმედებად აქციოს.
პირველი ხაზი გაივლო კედელზე და მას უკიდეგანო რაოდენობის, სხვადასხვაგვარი ფორმის, ზომის, ფერისა და ხასიათის მატარებელი მონასმები მოჰყვა… ახლა კი მხატვარ მაკა გოცირიძის თვითმყოფადი, საინტერესო ნამუშევრების ხილვის საშუალება გვეძლევა.

NASA-მ პირველი ინტერაქციული გრაფიკული ნოველა „პირველი ქალი“ გამოუშვა

„აჭარაბეთმა“ ირმა ხეცურიანს 20 000 ლარი გადასცა