in

მაკდონალდსი ვოლტთან თანამშრომლობას იწყებს

მაკდონალდს საქართველო საკვების ადგილზე მიტანის სერვისს აფართოებს და ვოლტთან თანამშრომლობას იწყებს. აქციის ფარგლებში, კომპანია ვოლტი მომხმარებლებისთვის მაკდონალდსის კერძების სახლში მიტანას უფასოდ უზრუნველყოფს.

BOG
BOG

 

„საკვების სახლში და ოფისში მიტანის  სერვისი, სამომხმარებლო ტრენდებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მომხმარებლების მხრიდან დიდი მოთხოვნის გამო, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთ საიმედო და წარმატებულ კომპანიასთან ვითანამშრომლოთ და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მაკდონალდსის პროდუქტები“ – აცხადებენ მაკდონალდსში.

მაკდონალდსის პროდუქტების შეკვეთის განსახორციელებლად საჭიროა, მომხმარებელმა სმარტფონში გადმოტვირთოს ვოლტის აპლიკაცია ან გახსნას ვებგვერდი www.wolt.ge, შემდეგ მონიშნოს ადგილი და აირჩიოს მაკდონალდსის რესტორანი.

მომსახურების საფასურის გადახდის სისტემა მოქნილია, მომხმარებლებს  შეუძლიათ, თანხა საკრედიტო ბარათით გადაიხადონ. ამ ეტაპზე, ვოლტის მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის 7 რესტორნიდან, კერძოდ რუსთაველის, მარჯანიშვილის, სპორტის სასახლის, წერეთლის, დიღმის, ვარკეთილის, და გლდანის რესტორნებიდან 2.8 კილომეტრის რადიუსში. სამომავლოდ იგეგმება მომხმარებლისთვის სერვისის რეგიონებში შეთავაზებაც.

„მოხარულები ვართ,  რომ ვოლტი მაკდონალდსის მომხმარებლებისათვის ადგილზე მიტანის სერვისს ოფიციალურად უზრუნველყოფს. ვოლტი ევროპის 14 ქვეყანასა და 38 ქალაქშია წარმოდგენილი და საქართველოშიც სწრაფად განვითარდა. კომპანია ქართულ ბაზარზე 2018 წლის მაისში შემოვიდა და მომხმარებლის კეთილგანწყობა მალევე მოიპოვა მიტანის სერვისის სისწრაფით, მიმზიდველი აპლიკაციითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მხარდაჭერის სერვისით.“– აცხადებენ  ვოლტში.

[R]

Junior Managers’ School უფროსკლასელებისთვის ბიზნეს განათლების კურსს ჩაატარებს

ვითიბი ბანკი და Gita ტექნოპარკში კრეათონს გამართავენ